ენმ ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს და აქციებს აანონსებს
პოლიტიკა - 11:56, 19 Jun, 2018     1191
"ნაციონალური მოძრაობა"ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება გადასულია ძალისმიერ მმართველობაზე.

"უკანასკნელ პერიოდში ჩვენ გვახსოვს თბილისში განვითარებული პროცესები, სადაც ჩვენი დეპუტატები ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე ყოველგვარი არგუმენტებისა და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დააკავეს. ამ პროცესებმა ოზურგეთში გადაინაცვლა, სადაც საკრებულოს ჩვენი დეპუტატი ბესო ქათამაძე სცემა "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატმა.

ამ მოვლენებიდან გამომდინარე ვითხოვთ უსწრაფესად მოხდეს ამ საქმის გამოძიება და კონკრეტული დამნაშავეები მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე, მნიშვნელოვანია "ქართული ოცნების" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად პასუხისმგებლობა აიღოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რადგან ცენტრალური ხელისუფლებაა ის ორგანო, რომელიც ხელს აფარებს და გამოძიებას ხელს უშლის. მნიშვნელოვანია, რომ არაუგვიანეს პარასკევისა, ოზურგეთში ჩაინიშნოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება მსჯელობა იმ ადამიანების მანდატის შეჩერებაზე, რომლებიც ბესო ქათამაძის ცემასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

ასევე, ხვალ 14:00 საათზე, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თვითმმართველობა და სამართლიანობა, მოგიწოდებთ, ოზურგეთში სოლიდარობის აქციაზე მობრძანდეთ ბესო ქათამაძის მხარდასაჭერად", - განაცხადა ხაბეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42