არასამთავრობოები ბესიკ ქათამაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ
პოლიტიკა - 11:58, 19 Jun, 2018     880
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საფარი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), თანასწორობის მოძრაობა და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების თაობაზე განცხადებას ავრცელებენ.

"გამოვხატავთ შეშფოთებას ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, მათ შორის კი გამოავლინონ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.

გავრცელებული ინფორმაციით ბესიკ ქათამაძე პარტია „ქართული ოცნების" წევრებმა კაბინეტში დაიბარეს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ტვინის შერყევა და რამდენიმე ჭრილობა აქვს თავის არეში. როგორც თავად ბესიკ ქათამაძემ განაცხადა თავდასხმის მიზეზი სოციალურ ქსელში მისი აქტიურობა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბრალი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ტარიელ აროშიძეს წაუყენეს, რომელიც 2018 წლის 17 ივნისს სასამართლომ 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბესიკ ქათამაძის განცხადებით კი მის გარდა ინციდენტში კიდევ 4 პირი მონაწილეობდა. იგი მათ დასჯასაც ითხოვს.

ხაზგასასმელია, რომ ეს არ არის პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, ამგვარი ინციდენტები განსაკუთრებით ხშირია წინასაარჩევნო პერიოდებში, მათ შორის აღნიშვნის ღირსია 2016 წლის 22 მაისს კორცხელში განხორციელებული თავდასხმა. თუმცა, არც ერთ წინა შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირების სათანადო დასჯა არ მომხდარა. მსგავს ფაქტებზე არაეფექტური რეაგირება და მოძალადეთა დაუსჯელობა ახალისებს ამგვარ ქმედებებს და ხელს უწყობს არასტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნას, რაც თავისმხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმსა და დემოკრატიის ხარისხზე.

ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდეთ მკაცრი პოლიტიკა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოვლენილი ნებისმიერი ძალადობის აქტზე და დროულად და სრულყოფილად გამოიძიონ თითოეული ასეთი შემთხვევა" - აღნიშნულია ორგანიზაციების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42