საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კონსულტაციების დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა, როგორც 2012 წელს, ასევეა 2018-შიც:
„გუნდში, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე, რომელიც პარლამენტის წინაშე სამ კვირაში წარდგება. ამ კონსულტაციებში მეც ჩართული ვარ. დამერწმუნეთ, ღრმად ვაცნობიერებ, რომ ეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მათი ინტერესიც რელევანტურია. თუმცა ყველაფერს თავის წესი აქვს და ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ პირველი სიტყვის თქმის უფლება ახალ მთავრობაში. ნუ ჩამომართმევთ საკითხის მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა, როგორც 2012-ში ასევე 2018-ში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






