იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 895.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა - საქსტატი
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:22, 19 Jun, 2018     1414
2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 895.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1 284.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 610.9 მლნ. აშშ დოლარს (23.4 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 2 326.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 924.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 342.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 23.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 295.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 047.1 მლნ. აშშ დოლარი (25.9 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.0 პროცენტი და იმპორტში 29.0 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 27.8, 25.9 და 28.4 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32.3 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მაისში 29.7 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-მაისში 1 676.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 32.6 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 584.0 მლნ. აშშ დოლარი (52.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 092.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.0 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34.2 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 45.5 პროცენტი და იმპორტში 30.2 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 32.2, 38.2 და 30.1 პროცენტი). 2018 წლის იანვარ-მაისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 21.9 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მაისში 25.9 პროცენტი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42