ოჩამჩირეში ძმამ და - 4 შვილის დედა მოკლა - აფხაზეთში "ღირსების მკვლელობები" გრძელდება
პოლიტიკა - 10:58, 19 Jun, 2018     5492
ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში ძმამ და მოკლა. მოკლული ქალი 4 შვილის დედაა, უმცროსი ჯერ კიდევ ჩვილია. მკვლელობა 9 ივნისს მოხდა, თუმცა ე.წ სამართალდამცავი უწყებების ოფიციალურ საიტზე ინფორმაცია არ გაჟღერებულა და მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელდა.


Эхо Кавказа
-ს ინფორმაციით, მოკლული ქალს 8 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი თავისი ქმრის ოჯახიდან ფულის მოპარვის გამო. განაჩენის გამოტანისას სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მას 4 შვილი ჰყავდა, მათ შორის ჩვილიც და განაჩენის აღსრულება მანამდე გადაწია, ვიდრე უმცროსი შვილი 14 წლის ასაკს არ მიაღწევდა .

დაკავების იზოლატორიდან ახალგაზრდა ქალი მისმა ძმამ წაიყვანა, მომდევნო დღეს კი ის პისტოლეტით მოკლა, შემდეგ სამართალდამცავებს ჩაბარდა და ბრალი აღიარა. ამ დროისთვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მამაკაცი წინასწარ პატიმრობაშია.

ერთი წლის წინ რობერტ ჯღამაზიამ თავისი 23 წლის გოგო ანჟელიკა ჯღამაზია მოკლა. რობერტ ჯღამაზიას ნათესავები, მაშინ აცხადებდნენ, რომ შვილის მკვლელობისკენ რობერტ ჯღამაზიას პარლამენტის დეპუტატმა ალმას ჯაპუამ უბიძგა, რომელმაც ჯღამაზიას შვილების „პატიოსნება ეჭქვეშ დააყენა.“ რობერტ ჯღამაზია გაასამართლეს და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მიმდინარე წლის 12 მარტს, ვიკტორ ჯანბამ ავტომატით ჩაცხრილა თავისი მცირეწლოვანი შვილის დედა გულგაზ მამედოვა, ქალი ადგილზე დაიღუპა. მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.

ოჩამჩირეში მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმარება მოჰყვა. აფხაზი ფეისბუკმომხმარებელი ომარ კაპბა წერს, რომ ე.წ „ღირსების მკვლელობები“ ქალების წინააღმდეგ შურისძიების იარაღად იქცა:

„ღირსების მკვლელობა“ გახდა მშვენიერი ალიბი იმისთვის, რომ შური იძიონ ან უბრალოდ თავიდან მოიშორონ არასასურველი ქალი. ამ მხეცურ მკვლელობებს ჩადიან მამები და ძმები, რომლებიც გამოქვაბულის დროინდელი წარმოდგენების ან ვიღაც დაინტერესებული პირების გავლენის ქვეშ არიან .“- აცხადებს ომარ კაპბა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42