ქართული ბაზარი საკმაოდ დატვირთულია სწრაფი სესხების გამცემი ორგანიზაციებით, კონკურენტული გარემოც საკმაოდ ჯანსაღია, ამას დაემატა სახელმწიფო რეგულაციები და საბოლოო ჯამში მივიღეთ საკმაოდ ხელმისაწვდომი, ეფექტური სერვისი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სესხების მიღება. მოკლევადიანი ონლაინ სესხების სასესხო ლიმიტი პირველ ჯერზე 50-დან 500 ლარამდე მერყეობს, პერიოდი კი 30 დღემდე ვადით განისაზღვრება. გრძელვადიანი სესხების შემთხვევაში თანხა 500-დან 3000 ლარამდეა, ვადა კი 3-დან 24 თვემდე. ამ შემთხვევაში სესხის დაფარვა ყოველთვიური თანაბარი გადახდებით ხდება, რითაც ძირიც იფარება და პროცენტიც. ერთი სიტყვით, მომსახურება იდეალურია, მხოლოდ მათი შერჩევაა რთული. ამიტომაც მანამ, სანამ სესხით სარგებლობას გადაწყვეტთ, mome-ს ვებ გვერდზე შებრძანდით. გაეცანით ონლაინ სესხების სპეციფიკას, ერთ სივრცეში მიიღეთ თითქმის ყველა სწრაფი სესხის შესახებ ინფრომაცია, შეადარეთ მათი პირობები ერთმანეთს, განსაზღვრეთ პრიორიტეტული ვარიანტები და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ ისეთი ვარიანტი, რომელიც ყველაზე უკეთ მოერგება თქვენს მოთხოვნებს. იქნება ეს საპროცენტო განაკვეთი, სესხის მაქსიმალური ოდენობა, ვადები, თანხის მიღების გზები, სამუშაო საათები, კონტაქტები თუ სხვა. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ ონლაინ დახმარების ფანჯარა გახსნათ, დასვათ ნებისმიერი შეკითხვა და მიიღოთ ამომწურავი პასუხები mome-ს პროფესიონალი კონსულტანტებისგან. ასევე ყოველდღიურად ვანახლებთ ჩვენს ბლოგს, რომელიც დაგეხმარებათ სხვადასხვა საინტერესო რჩევებითა და ისტორიებით უკეთ მართოთ თქვენი ფინანსური გადაწყვეტილებები.
Mome.ge-ს გუნდს აერთიანებს მთავარი ღირებულება, რწმენა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, სწორედ ამიტომ ვმუშაობთ 24/7-ზე, რათა ყოველი დეტალი იყოს 100% -ით ვალიდური და რელევანტური.
Mome.ge - შეადარე და აირჩიე საუკეთესო!
მასალის გამოყენების პირობები






