„მეძინა, უცებ გამომეღვიძა და ცემა დავუწყე“ – რატომ გაიმეტეს ბათუმში 4 წლის გოგონა სასიკვდილოდ
სამართალი - 10:32, 19 Jun, 2018     5336
3 ივნისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებასთან ტაქსი გაჩერდა. მანქანიდან ორი უზბეკი ქალი გადმოვიდა, ერთს ხელში პლედში გახვეული პატარა გოგონა ეჭირა. როგორც მორიგე პოლიციელებს უზბეკეთის მოქალაქე საია-რახონ მირბობოევამ უთხრა, არ იცოდა ბავშვი ცოცხალი იყო თუ არა. ძალოვანებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. თუმცა, მალე გაირკვა, რომ პატარას სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა. მეტიც, სხეულზე მრავლად ჰქონდა ძალადობის კვალი.


დადგინდა, რომ იგი საი-რახონ მირბობოევას სასტიკი წამებით, ცემით მოუკლავს. პატარას ოჯახის წევრები საქართველოში არ არიან. არსებული ინფორმაციით, ძალოვანები მისი დედის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.

„შემზარავი დანაშაული ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში მცხოვრები დიასამიძეების სახლში მოხდა. ბინა უზბეკეთის მოქალაქეებმა ერთი თვის წინ იქირავეს.

აქ ცხოვრობდნენ ბრალდებული, მისი მეგობარი ქალი და მირბობოევას ნათესავის 4 წლის შვილი. ბავშვის დედამ, როგორც ჩანს, შვილი ნათესავს დაუტოვა, თვითონ კი თურქეთში წავიდა სამუშაოდ. ერთი ვერსიით, ბავშვის დედა თურქეთშია, ხოლო მეორე ვერსიით, ის უზბეკეთში გაასახლეს. უცნობია, რატომ იძალადა ბავშვზე ქალმა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, მას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია. დანაშაულის ჩადენის დროს სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის მეგობარი ქალი, რომელიც ამბობს, რომ მეორე ოთახში ეძინა და ბავშვის ცემის ხმა არ გაუგონია. თავად ბრალდებულმა მხოლოდ ის თქვა, რომ არ ვიცი, რა მომივიდა, მეძინა, უცებ გამომეღვიძა და ცემა დავუწყეო“ – წერს „კვირის პალიტრა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42