მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ “Amnesty International”-ის განცხადებას დეპუტატები აფასებენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია და მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია.
„რეფორმის გაგრძელების მზაობა აქვს ხელისუფლების სამივე შტოს , სასამართლოს, პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ერს პროცესი იქნება ბოლომდე მიყვანილი, მე მჯერა, რომ ხელისუფლების სამივე შტო საზოგადოებასთან ერთად იქნება ძალიან აქტიური , რომ ეს რეფორმა მივიდეს ბოლომდე“- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
საპარლამენტო ოპოზიცია კი სრულად იზიარებს წამყვანი ორგანიზაციის მოსაზრებებს:
„მათ დაიმორჩილეს ეს სისტემა პოლიტიკური დევნისთვის, სამართალს შენ ამ ქვეყანაში ვერ იპოვი და მთელი სისტემური ჯაჭვია, რომელიც გიპირისპირდება და ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის კრახი მართლმსაჯულების სისტემის“- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია.
საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება უნდა გახდეს. პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის ცათვლით - ასე ეხმაურებ Amnesty International-ი პრემიერ-მინისტრისა და კაბინეტის გადადგომას.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამთავრობო ცვლილებებე წინ უძღოდა რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციები, რომელიც გამოწვეული იყო დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით.
მასალის გამოყენების პირობები






