ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ფილმს საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს გაუშვებს
პოლიტიკა - 09:16, 19 Jun, 2018     3305
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმს დღეს გაუშვებს. ფილმი 12:15 საათზე, მოამბის საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავა ეთერში.

„თვეზე მეტია დაიწყო და ამ დღეებში ისევ გააქტიურდა საუბარი, თითქოს პირველ არხზე იბლოკება ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული ფილმი. რასაკვირველია, ფილმის დაბლოკვაზე ან რაიმე მსგავს ქმედებაზე საუბარი სრული აბსურდია, თუმცა, იმის გამო, რომ ტრაგედიის სიმძიმიდან და თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, ვერიდებით პასუხის გაცემას ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულ ბრალდებებზე, შეიძლება ვიღაცას მართლაც ეგონოს, რომ პირველ არხზე იბლოკება ფილმი, რომელიც შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც აქამდე უცნობია გამოძიებისთვის და საზოგადოებისთვის. ის, რომ პირველი არხი, თითქოს რაღაცის დამალვას ცდილობს, იმთავითვე სრულიად გამორიცხულია, რაც მარტივი მისახვედრია, ვინაიდან, სწორედ პირველმა არხმა აღნიშნული ფილმი გადააგზავნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შექმნილ საპარლამენტო დროებით კომისიაში ერთი შეკითხვით, ხომ არ შეუშლიდა ხელს ამ ფილმის გაშვება გამოძიების პროცესს?! ფილმი ასევე გადაეგზავნა სახალხო დამცველს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და, ამ პირობებში, ცხადია, ვერანაირი ფაქტი ვერ დაიმალებოდა.

ყველაფერი იმდენად ნათელია, რომ წესით აქ კითხვებიც არ უნდა ჩნდებოდეს, მაგრამ პერიოდულად მაინც ისმის ბრალდება, რომ ფილმს ვბლოკავთ. ნათელია, რომ ვიღაცისთვის მთავარი სწორედ ეს აჟიოტაჟია და არა სიმართლის დადგენა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ბატონმა ზაზა სარალიძემაც დაიჯერა, რომ პირველი არხი რაღაცას მალავს და ამიტომ არ უშვებს ფილმს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბრალდება, თითქოს ტელევიზია ფილმს ბლოკავს, ერთ თვეზე მეტია ისმის. ფილმი ჯერ კიდევ არ არსებობდა, როდესაც აქციებზე და სოციალურ ქსელებში, ცალკეული ადამიანები მიზანმიმართულად ამტკიცებდნენ, რომ ფილმი იბლოკებოდა. რასაკვირველია, ეს სიცრუე ვრცელდებოდა განზრახ, აჟიოტაჟის ასატეხად და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. დღეს, 18 ივნისს, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე შეხვდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს. საუბარი შეეხო “გამომძიებელი რეპორტიორის” მიერ მომზადებულ ფილმს “სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან”. ზაზა სარალიძემ გამოხატა რწმენა, რომ ფილმის ეთერში განთავსება იზღუდება პოლიტიკური მოტივით, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მაუწყებლის შესაბამისი სამსახურის აზრით, ფილმი არ აკმაყოფილებს ჟურნალისტური საქმიანობის სტანდარტებს და მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, ამდენად პირველი არხის მენეჯმენტს მიაჩნდა, რომ მასზე მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო. მაგრამ, დღეს, ტელევიზიის შესაბამისმა სამსახურმა მიიღო საპარლამენტო კომისიის დასტური, რომ ამ ფილმის გაშვება ძიებას ხელს არ შეუშლის. იგივე პოზიცია აქვთ სხვა ორგანიზაციებსაც. სწორედ, ამ გარემოებების გათვალისწინებით, რათა შვილმკვდარ მამას არ ქონდეს განცდა, რომ მისი შვილის მკვლელობის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი რაიმე ინფორმაციას მალავს, ამასთანავე, არ გაგრძელდეს სხვადასხვაგვარი სპეკულაციებით საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანა, პირველი არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, ხვალ 19 ივნისს, 12:15 საათზე, მოამბის საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გაუშვას ეს ფილმი“,- აღნიშნულია პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს გუშინდელ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს ღამის თორმეტ საათამდე მისცა ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები დაანონსა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42