საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება უნდა გახდეს. პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის ცათვლით - ასე ეხმაურებ Amnesty International-ი პრემიერ-მინისტრისა და კაბინეტის გადადგომას.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამთავრობო ცვლილებებე წინ უძღოდა რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციები, რომელიც გამოწვეული იყო დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით.
„სასამართლო პროცესმა გამოააშკარავა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ უნდობლობა და მისი მუშაობის არაეფექტურობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელეობი საქმეზეც და ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ გამოძიება დაგვიანებით დაიწყო და არანაირი ხელშესახები შედეგი არ დაუდია.
Amnesty International-ი მოუწოდებს საქართვლოს ხელისუფლებას უზრუნველყოს დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელეობების დამოუკიდებელი გამოძიება და გადადგას საჭირო ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის მიმართ არსებული ნდობის დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
მასალის გამოყენების პირობები






