GE-001 - საქართველოში პირველი უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა
პოლიტიკა - 18:24, 18 Jun, 2018     902

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო უპილოტო საჰაერო ხომალდების რეესტრში პირველი "დრონი" დაარეგისტრირა.

DJI Hexa Copter Matrice 600 ტიპის უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ფიზიკური პირია, რომელიც "დრონის" მეშვეობით საჰაერო ფოტოგადაღებას და სააგენტოს თანხმობით ცალკეულ შემთხვევებში სხვადასხვა სახის საგნების გადატანას ახორციელებს. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდი მრავალფუნქციური დანიშნულებისაა და პროფესიული საჰაერო ფოტოგადაღების გარდა, სხვადასხვა სახის ინდუსტრიაში გამოიყენება. „დრონის" მაქსიმალური ასაფრენი მასა საშუალოდ 15.5 კილოგრამია, რა დროსაც მას 6 კილოგრამი წონის სპეციალური სასარგებლო ტვირთის გადატანის უნარი გააჩნია. პირველ რეგისტრირებულ უპილოტო საჰაერო ხომალდს სააგენტოს მიერ ამოსაცნობი ნიშანი - GE-001 მიენიჭა.

უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5 კილოგრამს ექვემდებარება რეგისტრაციას. ხომალდი რეგისტრირდება იურიდიული პირზე ან ფიზიკურ პირზე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი. რეგისტრაცია ხორციელდება, თუ უ.ს.ხ. არ არის რეგისტრირებული სხვა რომელიმე სახელმწიფოს რეესტრში. რეგისტრაციის მოწმობა ვარგისია უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის მანძილზე და არის უვადო (რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს უპილოტო საჰაერო ხომალდის სხვა პირზე საკუთრებაში გადაცემისას, უპილოტო საჰაერო ხომალდის დაკარგვისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში). სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის დადასტურება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. მონაცემთა ბაზაში შეტანილ უპილოტო საჰაერო ხომალდს ენიჭება ამოსაცნობი 5 ციფრიანი ნიშანი.

უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მოწმობის მისაღებად სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

განაცხადი;

რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია);

ტექნიკური და საფრენოსნო მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტები.

„უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები" 2017 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის მოთხოვნები 2017 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. რეგულაცია ადგენს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ნორმებს და მისი მიზანია ფრენის უსაფრთხოების დაცვა საქართველოს საჰაერო სივრცეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42