„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:
“ის, რაც დღეს ხდება ქართული ოცნების თავს, მანახეთ ერთი სახელმწიფო სადაც მსგავსი პრეცედენტი მომხდარა. ე.ი ამტკიცებენ მინისტრებს, რომლებზეც ამბობენ, რომ ეს მინისტრები არ იქნებიან 2-3 კვირაში. ვერ დალაგდნენ, ვერ გაიგეს, თუ რა აკეთონ თავად ხვალ ან ზეგ. არ არსებობს კონკრეტული გეგმა და ყოველი დღე მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანას ხელისუფლება უფსკრულისკენ მიაქანებს. ამიტომ საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ყველა ღირსეული ოპოზიციური პარტია, აუცილებლად უნდა იყოს აქტიური, როგორც არასოდეს, რადგან ქვეყნის განვითარება დავიწყოთ რაც შეიძლება სწრაფად და ეს არ მოხდება მანამ, სანამ ქართული ოცნება იქნება მართვის სადავეებთან“, - აცხადებს ნიკა მელია.
მასალის გამოყენების პირობები






