ზაზა სარალიძემ კი აღნიშნა: „ძალიან კარგი თუ ეს ამბავი ოპოზიციამ გამოიყენა, რადგან ვთვლი, რომ ეს უკვე მხოლოდ ჩემი პრობლემა აღარ არის, ქვეყნის პრობლემაა“.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია ვაზაგაშვილის საქმის მსგავსად, ახლაც გამოიყენებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეს ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს კარგი იქნება.
"თეა წულუკიანის სტატუსი წავიკითხე იმის შესახებ, რომ 380-მდე ბავშვი იჯდა "ნაციონალურო მოძრაობის" დროს ციხეში და ახლა 26 თუ 27 ბავშვი ზის. რა მივიღეთ ამით? ყოველ დღე ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა, დაჭრა და ვინ აკეთებს ამ ყველაფერს? არასრულწლოვნები. შესაძლებელია, ვინმეს ჰქონდა ამბიცია, რომ ეს ამბავი სათავისოდ გამოეყენებინა, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, ამას ვერ შევაფასებ. პოლიტიკური შეხედულებები ჩემგან ძალიან შორს არის. მაგრამ თუ გამოიყენებენ, ძალიან კარგი იქნება. ვაზაგაშვილის საქმიდან გამომდინარე ოპოზიციური პარტიები და მთელი არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ წინა ხელისუფლების დასამხობად. ესე იგი, თუ ოპოზიცია საჭიროდ თვლის, რომ გადადგას ეს ნაბიჯი და ჭეშმარიტებისთვის ბრძოლაში გვერდით დამიდგეს, პირიქით, მივესალმები.
ეკა ბესელიას განაცხადს რაც შეეხება, როდესაც დამადანაშაულა იმაში, რომ თითქოს მე ჩემი შვილის სულით მანიპულირების უფლება პოლიტიკურ პარტიებს მივეცი, ძალიან დიდი შეცდომაა. პოლიტიკური პარტიები, პირიქით, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული იმ საქმეში, რაც ბოლო აქციაზე მოხდა, მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა რომ მიმდინარეობდა“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






