"მთავრობის რეორგანიზაციის პროცედურების გავლა ერთ კვირაში შეუძლებელია" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 17:27, 18 Jun, 2018     886
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის რეორგანიზაციის პროცედურების გავლა ერთ კვირაში შეუძლებელია.

„სუფთა სამართლებრივი მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ რამდენიმე კვირიან ინტერვალში გვიწევს ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება - სხვანაირად, შეუძლებელი იყო ამ პროცედურის დაგეგმვა. ჩვენ გვქონდა დაგეგმილი შედარებით ხანგრძლივი ვადებით ამ პროცედურის გავლა, გვსურდა, რომ სულ მცირე, ორი დღე დაგვეთმო კომიტეტებისთვის და ასევე, პოლიტიკური ჯგუფებისთვის, თუმცა, დღეს ალბათ, მოისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ იგეგმება ცვლილებების შეტანა, პარლამენტისა და მთავრობის თანამშრომლობით.

იგეგმება ცვლილებების შეტანა კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ". იგეგმება სამინისტროების შემცირება, ასევე, იგეგმება, უკვე რეორგანიზაციის შემდეგ, პერსონალური განახლებაც მთავრობის შემადგენლობაში. შესაბამისად, ჩვენ, დაახლოებით, 3 კვირაში, მოგვიწევს იგივე პროცედურის ხელახლა გავლა, წარმოდგენილი იქნება ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ახალი სამთავრობო შემადგენლობა, განახლდება, ასევე, შინაარსი, სამთავრობო პროგრამის, ბუნებრივია, როდესაც დასახელდებიან ახალი მინისტრობის კანდიდატები, მათ ექნებათ საკუთარი ხედვა კონკრეტულ დარგებთან მიმართებით, შესაბამისად, განახლება შეეხება, ასევე, სამთავრობო პროგრამას. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთი და იგივე პროცედურა თავიდან არ გავიაროთ ორჯერ, რაც იქნება, ბუნებრივია, აზრს მოკლებული, შემოთავაზებულია, რომ ჩვენ, ამ ეტაპზე, შედარებით მოკლე ვადებში განვიხილოთ და გავიაროთ ეს პროცედურა და უკვე, დაახლოებით, 3 კვირის თავზე, როცა შემოვა საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობა, განახლებული სტრუქტურით, იქ მეტი დრო დავუთმოთ ამ პროცედურას. ეს არის შემოთავაზება და ამას ეფუძნება სწორედ შემოთავაზებული გრაფიკი, მათ შორის, ეს ვადები, რომელიც არის განსაზღვრული ამ გრაფიკით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, რამდენიმე კვირიანი ინტერვალით, მთავრობისთვის ნდობის ორჯერ გამოცხადებას სამართლებრივი მიზეზები აქვს.

„მიზეზი არის სამართლებრივი. მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ერთკვირიანი ვადა აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მთავრობის შემადგენლობის დასახელებისთვის. ერთი კვირის განმავლობაში, შეუძლებელია, ბუნებრივია, კანონში ცვლილებების შეტანა. იმისთვის, რომ განხორციელდეს მთავრობის რეორგანიზაცია, უნდა შევიდეს ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში. ამისთვის საჭიროა პროექტის შემუშავება, საჭიროა მთავრობის სხდომის ჩანიშვნა და ასევე, საჭიროა კანონპროექტის ინიცირება, შემდეგ სამი მოსმენით განხილვა, მიდის კანონპროექტი პრეზიდენტთან, ბრუნდება უკან, ქვეყნდება კანონპროექტი და ასე შემდეგ. ამ პროცედურების გავლა შეუძლებელია, ბუნებრივია, ერთი კვირის განმავლობაში და ეს არის სამართლებრივი მიზეზი, რის გამოც, ჩვენ გვიწევს, სამკვირიანი თუ ოთხკვირიანი ინტერვალით, ორჯერ ნდობის გამოცხადება მთავრობისთვის. მიზეზი, კიდევ ერთხელ, მდგომარეობს კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში, ერთი მესამედის განახლება იწვევს, ავტომატურ რეჟიმში მთავრობისთვის ხელახლა ნდობის გამოცხადებას. სუფთა სამართლებრივი მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ რამდენიმე კვირიან ინტერვალში გვიწევს ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. სხვანაირად, შეუძლებელი იყო ამ პროცედურის დაგეგმვა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42