„ის მთავრობა იქნება დროებითი, ვინაიდან მისი დამტკიცებისთანავე იქნება საზოგადოებრივი პროტესტი და მოთხოვნა იმის შესახებ, რომ გაადგეს მთავრობა, ვინაიდან ფაქტობრივად არაფერი იცვლება. ეს მთავრობა გადადგა საპროტესტო მოთხოვნის გამო, რომლის მთავარი შინაარსი იყო, რომ ქვეყანაში აღიკვეთოს უსამართლობა და ძალადობა. არც ერთი ძალოვანი მინისტრი არ იცვლება, იუსტიციის მინისტრი არ იცვლება. არც ერთი მოთხოვნა, რომელიც მოდიოდა საზოგადოებიდან, ხელისუფლების მხრიდან, გათვალისწინებული არ იქნა. შევცვალეთ მთავრობა, არ იცვლება პოლიტიკა. ასეთ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს მთელი ხელისუფლება და ეს გახდება უკვე სამთავრობო ცვლილებების შემდეგ საზოგადოების მთავარი დაკვეთა.
სამინისტროების შერწყმას დავეთანხმებით, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ისე, როგორც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებისას მოხდა, როდესაც ეს შერწყმა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. დუბლირებულია სამინისტროების ფუნქციები მათ ქვემდგომ სტრუქტურებთან. არავითარი ზემდგომი სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროს სახით, არ სჭირდება ტურიზმის დეპარტამენტს, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო - საგზაო დეპარტამენტს. ამიტომ სამინისტროების გამსხვილება ზოგადად სწორია“, - დასძინა გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






