ერთი შეხედვით დაუჯერებელ ისტორიაზე "სანი" წერს.
შემთხვევა 2014 წელს მოხდა. ჯენიფერი მივლინებაში გაემგზავრა, 4 შვილი კი მის 43 წლის ქმარს ჯეფს დაუტოვა.
„სასტუმროში გავჩერდი და საკუთარ ნომერში ვბრუნდებოდი. როდესაც კარი გავაღე, ზურგს უკან სუნთქვა ვიგრძენი, ვიღაც იდგა. მოვბრუნდი და დაახლოებით 20 წლის ბიჭი იდგა. ვიფიქრე, ნომერი შეეშალათქო, ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი, ხელი დამარტყა და ძირს დამაგდო. ჯენიფერის თქმით, გონება დაკარგა.
„როცა გონს მოვედი, ტანისამოსი შემოხეული მქონდა და მთელი სხეული მტკიოდა. მივხვდი, რომ გამაუპატიურეს. დამლაგებელმა მიპოვა და სასწრაფო გამოიძახა, საავადმყოფოში გადამიყვანეს“ - ამბობს ჯენიფერი.
როგორც აღმოჩნდა, მოძალადემ ქალს თითები და ნეკნები დაუმტვრია, ჰქონდა თავის ქალის სერიოზული დაზიანება. მომხდარის შესახებ ქმრისთვის არ დაუმალავს, შვილები კი მოატყუა, რომ ავარიაში მოყვა.
მისი თქმით, კოშმარები აწუხებდა.
„მომხდარმა ჩემი და ჯეფის ურთიერთობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. ზოგჯერ მესმოდა, როგორ ტიროდა. საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რომ ჩემი დაცვა ვერ შეძლო. 5 კვირის შემდეგ გულის რევა დამეწყო და ექიმმა დამიდასტურა, რომ ორსულად ვიყავი. ჩემს ქმარს ვაზეკტომია ჰქონდა გაკეთებული და მივხვდი, რომ ორსულად მოძალადისგნ ვიყავი.
არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ პირველი რაც გავიფიქრე იყო ის, რომ ბავშვს არ მოვკლავდი, ის უნდა გამეჩინა და დამეცვა, რადგან ისიც მსხვერპლი იყო. მაშინვე ჯეფს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. მანაც მხარი დამიჭირა“ - ამბობს ჯენიფერი.
მისი თქმით, ოჯახის წევრებისთვის არ დაუმალავს, რომ ორსულად ქმრისგან არ იყო.
„მეუბნებოდნენ, როგორ უნდა გააჩინო ურჩხულის შვილი, მამას რომ დაემსგავსოს მერე რა უნდა ქნაო? მაგრამ მე და ჯეფმა ვიცოდით, რომ ბავშვი უნდა დაბადებულიყო და დაიბადა ოლივერი“ - ყვება ჯენიფერი.
მისი თქმით, პატარა დიდი მწვანე თვალებით დაიბადა, ისეთით, როგორიც თვითონ აქვს და საოცრად გავს დედას.
„ბავშვებს სიმართლე მოვუყევით, ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ უნდა სცოდნოდათ სინამდვილეში რა მოხდა. მათ ძალიან უყვართ პატარა ძმა. სიმართლეს მასაც მოვუყვებით, როცა ამის დრო დადგება. ვიცი, გაიგებს, რომ მუდამ მის გვერდით ვართ და ძალიან გვიყვარს“ - ამბობს ჯენიფერი.
2017 წელს, მას პოლიცია დაუკავშირდა და უთხრა, რომ მოძალადე დაიღუპა. მან ჯებიფერის მერე კიდევ 2 ქალი გააუპატიურა და ერთ-ერთის მეგობარმა მოკლა.


მასალის გამოყენების პირობები






