სკანდალური ვიდეოჩანაწერი - რა გარიგებას სთავაზობს ოზურგეთის ,,ოცნების“ ერთერთი ლიდერი ენმ-ის დეპუტატს
პოლიტიკა - 12:10, 18 Jun, 2018     22517

"ნიუპოსტმა" სკანდალური ვიდეო-ჩანაწერი მოიპოვა, სადაც ოზურგეთის საკრებულოს ენმ-ს წევრის ბესო ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ახალ დეტალები ხდება ცნობილი.

ფარულ ჩანაწერში ენმ-ს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟვანაძე და გურიის გუბერნატორის ახლო მეგობარი და გუბერნიის თანამშრომელი ნესტონ რამიშვილი ფიგურირებენ.

ნესტორ რამიშვილი მჟაბანაძეს ქათამაძის ცემის ფაქტზე სამართლებრივი დავის შეწყვეტას სთავაზობს.

გუბერნატორის მეგობარი ენმ-ს დეპუტატს სთავაზობს ფიზიკურად გაუსწორდნენ პირს, ვინც ქათამაძეს თავს დაესხა და მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

გთავაზობთ სტენოგრამას აღნიშნული ვიდეოდან:

დავით მჟავანაძე: აქ არის პოლიტიკური მიდგომა

ნესტორ რამიშვილი: პოლიტიკურად მიუდექი შენც

დავით მჟავანაძე: პოლიტიკურად ვუდგები

ქულების დაწერას რა მნიშვნელობა აქვს?

რანაირად დავჯდე ახლა ამ ხალხთან საკრებულოს სხდომაზე?

ნესტორ რამიშვილი: გავლახოთ მერე ბიჭო...

დავით მჟავანაძე: რა გავლახოთ? ქუჩაში გადმოვიტანოთ პროცესი?

ნესტორ რამიშვილი: ქუჩაში კი არა, იქანე გავლახოთ...

დავით მჟავანაძე: აქ არის დავალება, პირდაპირ დავალებით მოქმედებენ.

ნესტორ რამიშვილი: კაცურად ვიმოქმედოთ ჩვენ, ძმაო.

დავით მჟავანაძე: კაცურად ვიმოქმედებ ვისთან, იცი, კაცურად ვინც მომიდგება.

დავით მჟავანაძე: პოლიტიკური პროცესია

ნესტორ რამიშვილი: გავლახოთ მერე-თქო

დავით მჟავანაძე: გალახო შენ და აქით მოგიბრუნდებიან და აქით შექმნიან პრობლემებს

ნესტორ რამიშვილი: ვერ მოგიბრუნდებიან იქანა ისეთი ამბებია...

ნესტორ რამიშვილი: მე დავარტყამ პირველ რიგში

ნესტორ რამიშვილი: ჩემი დედა მოვტ...ნ, დავჯდეთ აგერ, დავუძახოთ ბიჭებს და დავილაპარაკოთ.

ნესტორ რამიშვილი: აქ მთავარია საჩივარი არ დაიწეროს, თორემ პოლიტიკური განცხადებები აკეთე, რამდენიც გინდა.

ნესტორ რამიშვილი: მეტი რა გითხრა?







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42