საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სამართალდამცავმა უწყებებმა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ:
„ყველას აქვს უფლება თავისი პროტესტი მშვიდობიანი და კანონიერი ფორმით გამოხატოს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა თქმა უნდა, კითხვები გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს. ჩემი პოზიცია იქნებოდა, სამართალდამცავმა უწყებებმა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. სასურველი იქნება, რომ პროკურატურამაც და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც რამდენადაც შესაძლებელია ადვოკატებს და ოჯახის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა გამოძიება. ეს საიდუმლო და გასაიდუმლოებული ნაწილი ამ საქმის გარშემო ოჯახის წევრებში კიდევ უფრო მეტ კითხვებს იწვევს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






