ფრაქცია „ქართული ოცნების" ორგანიზებით პროექტი „სტუდენტური კონგრესი" იმართება
პოლიტიკა - 12:59, 17 Jun, 2018     514

ფრაქცია „ქართული ოცნების" ორგანიზებით, მეორე დღეა, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში „სტუდენტური კონგრესი" მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ღია პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები IX მოწვევის პარლამენტის წევრებთან ერთად მსჯელობენ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის: ქ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე, ნარკოპოლიტიკაზე, სასამართლო რეფორმაზე და შრომითი უფლებებზე.

მონაწილეები იმიტირებულ საკომიტეტო ფორმატში მუშაობენ, რომლის შემადგენლობაში სტუდენტებთან ერთად შედიან პარლამენტის წევრები: ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი და ფრაქციის წარმომადგენლები შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით. საბოლოოდ, თითოეული კომიტეტი შეიმუშავებს და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ირგვლივაც გაიმართება ღია დისკუსია და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ პროექტის მიმდინარეობისას გამოთქმული მოსაზრებები რეალურად აისახოს საკანონმდებლო ინიციატივებში.

„სტუდენტურ კონგრესში მონაწილეობას ორმოცი საუკეთესო სტუდენტი იღებს. მათ ოთხი კომიტეტი შექმნეს და კომიტეტების თავმჯდომარეები თავად არიან. სტუდენტები საკმაოდ კარგად უძღვებიან ამ საქმიანობას. მიხარია, რომ ისინი ძალიან პროგრესულად და კრეატიულად აზროვნებენ. ჩვენ მათ შევპირდით, რომ საბოლოო შედეგს რასაც დადებენ, მაქსიმალურად შევეცდებით ავსახოთ კანონმდებლობაში და დავრწმუნდი, რომ ამაში არანაირი რისკი არ არსებობს, იქედან გამომდინარე, რომ ისინი სწორად და რაციონალურად მსჯელობენ და ასე მიდიან შედეგამდე",-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პროექტი ,,სტუდენტური კონგრესი" მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში, პარლამენტის წევრებსა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42