ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ გრძელდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:04, 16 Jun, 2018     2004
ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ გრძელდება. რუხის სავაჭრო ცენტრი დღეს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს მასპინძლობს.
ფესტივალში მონაწილეებს მრავალფეროვანი სანახაობა და სიურპრიზები ელოდებათ. სხვადასხვა პრიზებთან ერთად ფესტივალზე ბავარიის სამშობლოში, ამსტერდამში მოგზაურობის სრული პაკეტი გათამაშდება. ღონისძიების ფარგლებში ჯგუფ „ვაკის პარკის“ კონცერტი გაიმართება.


რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ -ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს მართავს. ერთთვიანი ფესტივალი 15 ივლისამდე გასტანს.

რუხის სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.

„რუხის სავაჭრო ცენტრში ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს დაისვენოს, გაერთოს და მისთვის საინტერესო აქტივობებში ჩაერთოს. თქვენ გელოდებათ პოპულარული ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტები: ველოდებით, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ტურისტებს და ფესტივალზე დასწრების მსურველებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. იმედი მაქვს ეს მრავალფეროვანი ფესტივალი რეგიონში ზაფხულის მთავარი მოვლენა იქნება. ფეხბურთის გულშემატკივრებს კი ექნებათ შესაძლებლობა მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას ადევნონ თვალი და უგულშემატკივრონ დიდ ფეხბურთს დიდ ეკრანზე“, განაცხადა რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორმა დავით მაჭავარიანმა.

რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის შესახებ:

სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა. ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები, საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. რუხის სავაჭრო ცენტრი 2016 წელს გაიხსნა და დღეს რეგიონის ერთერთ მასშტაბურ სავაჭრო დაწესებულებას წარმოადგენს.

იხილეთ ვრცლად ინფორმაცია რუხის სავაჭრო ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე: რუხის სავაჭრო ცენტრი / rukhi trading centre





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42