შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოში დღს სოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია იმყოფებოდა, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო პატრიარქის პოზიცია გააცნეს. ამავე საკითზე საპატრიარქოში რამდენიმე დღის წინ მოლაპარაკება გამართა, რუსული ეკლესიის დელეგაციამაც, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიის წინააღმდეგია.
უკრაინა მსოფლიო საპატრიარქოსგან ითხოვს, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭოს. ცნობისთვის, უკრაინის ეკლესია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დაქვემდებარებაში იყო 998 წლიდან 1686 წლამდე, 1686 წელს კი კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს შეუერთდა.
მიმდინარე წლის აპრილის თვეში, უკრაინის რადას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას მსოფლიო პატრიარქ ბართლომესადმი, რათა პატრიარქმა გამოსცეს ტომოსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






