„ბოლო დღეების მანძილზე, ჩვენ ვხედავთ „ქართულ ოცნებას“ რომელიც პირდაპირ ძალადობაზე გადავიდა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ეს ყველაფერი დაიწყო რუსთაველზე აქციებზე აბსოლიტურად უკანონო დაკავებებით, გაგრძელდა მარნეულში წარმოუდგენელი ძალადონით, მათი ადგილობრივი ლიდერების მხრიდან და გუშინ, ოზურგეთში გაუგონარი ფიზიკური ანგარიშსწორებით, ოპოციზიური პარტიის დეპუტატის მიმართ.
ამის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ ლიდერები, აგრძელებენ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს. ქალბატონმა ჩუგოშვილმა, რომელიც წარულისში უფლებადაცვითი საქმინობით იყო დაკავებული, საკუთარ განცხადებაში, მომხდარი წარმოაჩინა თითქოს ოპოციზიური დეპუტატი ბესო ქათამაძე, მივიდა „ქართული ოცნების“ ფრაქციის წარმომადგენლებთან, მიიტანა გარკვეული ბლაგვი საგანი და მისცა ხელში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. ფაქტიურად ჩუგოშვილის განცხადებიდან სჩანს, თითქოს ბესო ქათამაძემ, ძალით ჩააარტყმევინა და გაატეხინა თავი „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატებს.
ქვეყანაში შექმინილია საგანგაშო სიტუაცია ძალადობის კუთხით. ჩვენ „ახალი საქართველო“ როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური ძალა, მოვითხოვთ:
1. დაუყოვნებლივ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ ძალადობასთან დაკავშირებით
2. მივმართავთ სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მკაცრი რეგირება აღნიშნულ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რათა გამოყენებულ იქნეს ქვეყნის შიგნით, თუ საგარეო კუთხით არსებული ყველა მექანიზმი, რათა შეჩერდეს ეს ძალადობა
3. მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას - ჩვენი ერთიანი პოზიცია ამ ძალადობებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ თითოეულმა ოპოზიციურმა ძალამ, დაფიქსირეთ საკუთრი მკვეთრი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
4. მივმართავთ სამოქალაქო სექტორსა და არასამათავრობო ორგანიზაციებს - აქტიურად ჩაერთნონ ძალადობის აღკვეთის პროცესში. მოდით ერთობლივად დავიწყოთ კომუნიკაცია საერთაშორიო ორგანიზაციებთან და დიპოლომატიურ კორპუსთან, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს სჭირდება ფუნდამენტრად ახალი თაობის რეფორმები. სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო სისტემა უნდა იცავდეს საზოგადოების, მოქალაქეთა თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ინეტრესებს და არა მმართველი პოლიტიკური კლასის ვიწრო პარტიულ ინტერსებს.“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






