"ახალი საქართველოს" განათლების მიმართულების ხელმძღვანელი 2018 წლის საატესტატო გამოცდების შედეგებს ეხმაურება
პოლიტიკა - 14:35, 16 Jun, 2018     1117
პოლიტიკური პარტია „ახალი საქართველოს" განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე, 2018 წლის საატესტატო გამოცდების შედეგებს ეხმაურება.


„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი პროგნოზი მე-11 კლასის მოსწავლეთა საატესტატო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით გამართლდა. პროცენტული მაჩვენებლებით მე-11 კლასის ჩაჭრილ მოსწავლეთა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე დამამთავრებელი კლასის, რადგან საბუნებისმეტყველებო მეცნიერებებში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევების მაჩვენებლები კატასტროფულია, როგორც სახელმწიფოს შიდა შეფასებით, ასევე საერთაშორისო კვლევების მონაცემებით. თუ ბოლო ათწლეულის დინამიკას გადავხედავთ, სახელმწიფოს მხრიდან მონაცემები არ გაანალიზებულა და არც ქმედითი ნაბიჯები გადადგმულა განათლების სფეროში.

2018 წლის საატესტატო გამოცდები მე–11 კლასის მოსწავლეებმა ოთხ საგანში (გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში,ფიზიკასა და ქიმიაში) გამარტივებული პროგრამითა და ფორმატით (მინიმალური ბარიერის გადალახვა) უკვე ჩააბარეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდები რთული არ იყო :

მე–11 კლასის გეოგრაფიის საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა დაახლოებით 2% ჩაიჭრა, ბიოლოგიაში 5%, ხოლო ფიზიკაში მინიმალური ზღვარი მოსწავლეთა დაახლოებით 13%-მა ვერგადალახა. გუშინ, 15 ივნისს, ბოლო გამოცდა ქიმიაში მოსწავლეთა 6% ვერ ჩააბარა.

რაც შეეხება, „ახლადგამომცხვარი" პრემიერობისკანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებას, განათლების სფეროს ფუნდამენტურ რეფორმირებაზე და მის პრიორიტეტულობაზე დიდად ვერ დაგვაიმედებს, რადგან ის, იმ გუნდს წარმოადგენს, რომლისთვისაც „რეფორმები" პოლიტიკურ განცხადებებად ჟღერდება და განცხადებადვე რჩება. ხოლო, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის პუნქტებად ჩამოთვლილი პრიორიტეტები ვერ რეალიზდება და შედეგებზე ნაკლებადაა ორიენტირებული."-განაცხადა ნანა ტოხვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42