უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ილია მეორეს ხვდება
პოლიტიკა - 14:20, 16 Jun, 2018     1449
მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის საეკლესიო პრობლემებია, როგორც ცნობილია უკრაინა მსოფლიო საპატრიარქოსგან ითხოვს, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭოს. ცნობისთვის, უკრაინის ეკლესია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დაქვემდებარებაში იყო 998 წლიდან 1686 წლამდე, 1686 წელს კი კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს შეუერთდა.


მსოფლიო საპარტრიარქოს დელეგაციის წევრები ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქის პოზიციას გააცნობენ. ამავე საკითზე მოლაპარაკება საპატრიარქოსი გამართა, რუსული ეკლესიის დელეგაციამაც, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიის წინააღმდეგია.

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია სინოდის მომდევნო სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში, უკრაინის რადას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის პრეზიდენტის მიმართვას მსოფლიო პატრიარქ ბართლომესადმი, რათა პატრიარქმა გამოსცეს ტომოსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით.

თეოლოგების აზრით, ამ საკითხის სწრაფად გადაჭრას ხელს ის ფაქტორი უშლის, რომ საეკლესიო კანონმდებლობით ავტოკეფალიის მინიჭების უფლება დედაეკლესიას აქვს, ხოლო უკრაინის შემთხვევაში, სადაც ეკლესია ავტონომიურია, რუსეთიც და კონსტანტინოპოლიც თავს დედა-ეკლესიებად მიიჩნევენ და თუკი ერთი ეკლესია მეორესთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტს უკრაინის საკითხს, ეს დიდ განხეთქილებას გამოიწვევს, რაც არავის ინტერესში არ შედის და ამიტომაც ეს საკითხი შესაძლოა გაიწელოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42