"ძიანგსის პროვინცია საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ხდება"- დავით საგანელიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:23, 16 Jun, 2018     1659

საჰაერო მიმოსვლა, ტექსტილის ბიზნესი და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. ეს არის ერთობლივი პროექტები, რომლებიც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აჭარაში ვიზიტით მყოფ ძიანგსის პროვინციის დედაქალაქ ნანჩანგის ვიცე-მერთან ციუ სიანძუნსთან შეხვედრისას განიხილა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის დედაქალაქ ნანჩანგის ოფიციალურ დელეგაციას საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასპინძლობს.

ბათუმში გამართულ შეხვედრაზე დავით საგანელიძემ ნანჩანგის ვიცე-მერ ციუ სიანძუნსთან ყურადღება გაამახვილა საქართველო-ძიანგსის პროვინციას შირის ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გაღრმავების მიზნით პირდაპირი საჰაერო მიმოსავლისა და ტექსტილის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე. საუბარია ნანჩანგი-შანხაი-თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებით და საქართველოში ძიანგსის პროვინციაში არსებული ე.წ. დუტი ქურთუკების საწარმოს ანალოგის შექნაზე, რაც დიდ საექსპორტო პოტენციალს შექმნის და ხელს შეუწყობს დასაქმებას.

ერთობლივი პროექტების განხოხორციელების შესახებ მოლაპარაკებები ძიანგსის პროვინციაში დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის დროს დაიწყო. დღეს ძინაგსის პროვინციასა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. დაწყებულია ერთობლივ პროექტების იმპლემენტაცია. ძიანგსის პროვინციის გუბერნატორს მზად აქვს ხელმოწერილი დოკუმენტი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ.

ბათუმში გამართულ შეხვედრაზე სამომავლოდ, ძიანსის პროვინციის გუბერნატორისა და გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ძიანსის პროვინციის ინვესტიციების ხელშემწყობი კონფერენცია დაიგეგმა. ჩინური მხარის ინფორმაციით კონფერენციაში 150-ზე მეტი ჩინური კომპანია მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული კონფერენცია „საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივით თბილისში უკვე ორჯერ ჩატარდა. 2018 წლის სესიას კი შესაძლოა ბათუმმა უმასპინძლოს.

შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ჩაის აღოძინებისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის შესახებ გააკეთეს აქცენტები. და ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. აქცენტები გაკეთდა ტურიზის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე საუკუნის პროექტ „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში ერთობლივი პროექტებისა და ამ პროექტში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი როლიდან გამომდინარე საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების შესახებ.

ბათუმში გამართულ შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42