თიბისი კაპიტალმა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის შესახებ კვლევა ჩაატარა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:16, 16 Jun, 2018     1607

თიბისი კაპიტალმა კვლევის - „ობლიგაციების ბაზარი საქართველოში" შედეგების პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში დეტალურადაა მიმოხილული ქვეყანაში ობლიგაციების ბაზრის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარი სწრაფად ვითარდება. კორპორაციულმა ბაზარმა განვითარება 2014 წელს დაიწყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ადგილობრივ კომერციულ ბანკებს ნება დართო გირაოს სახით ლარში წარედგინათ დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციები. მიუხედავად სწრაფი ზრდისა, 2017 წლის ბოლოს საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ობლიგაციების ჯამურმა რაოდენობამ 232 მილიონ ლარი შეადგინა - მშპ-ს მხოლოდ 0,6%-ი, რაც შესადარის ქვეყნებთან მიმართებაში დაბალი მაჩვენებელია.

ანგარიშში ასევე მიმოხილულია კორპორაციული ბაზრის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები საჯაროდ განთავსებული ობლიგაციებზე, კომპანიების გამჭვირვალეობის ზრდა საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნით, და ობლიგაციები ბაზრისთვის ხელისშემწყობი საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემო.

კვლევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საპენსიო რეფორმას, რომლის შედეგად, თიბისი კაპიტალის კვლევის გუნდი ვარაუდობს, რომ გრძელვადიანი ლარის რესურსი გაჩნდება და მოხდება ფონდის დაახლოებით 4%-ის განთავსება ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში. თიბისი კაპიტალის კვლევის გუნდის განცხადებით, შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს.

„საქართველოს ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციები შედარებით ახალი პროდუქტია. ობლიგაციების პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა ცალსახად მეტყველებს ბაზრის გააქტიურებაზე. საქარველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი განვითარების სტადიაშია და ვთვლით, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია მიმართავს დაფინანსების ამ გზას და გადაწყვეტს მოახდინოს დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება. კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდისთვის ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი უკვე არსებობს. აღსანიშნავია საპენსიო რეფორმაც,რომელიც ეკონომიკაში გრძელვადიანი ლარის რესურსს გააჩენს და მნიშნველოვან როლს ითამაშებს ბაზრის დინამიურ განვითარებაში", - განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, თიბისი კაპიტალის დირექტორმა.

თიბისი კაპიტალმა კვლევის შედეგები დამსწრე აუდიტორიას ბიზნესფორუმზე წარუდგინა, რომელსაც ესწრებოდნენ საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე კორპორაციული საკრედიტო რეიტინგების შესახებ მოხსენებით წარგდა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-იც.

ფორუმის დასასრულს, გაიმართა დისკუსია, რომლებშიც ჩართულები იყვნენ თიბისი კაპიტალის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საფონდო ბირჟის, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის, სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-ის, იურიდიული ფირმა BLC Law Office-ისა და სს სილქნეტის წარმომადგენლები.
თიბისი კაპიტალის სრული ანგარიში - „ობლიგაციების ბაზარი საქართველოში" გამოქვეყნდება ბმულზე: www.tbcresearch.ge

თიბისი კაპიტალის თიბისი ბანკის შვილობილი ლიცენზირებული საბროკერო კომპანია და 2017 წლიდან თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილია. თიბისი კაპიტალის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კორპორაციული ფინანსური და საკრედიტო სარეიტინგო საკონსულტაციო, საბროკერო და კვლევითი მომსახურება, ასევე სასესხო კაპიტალის ბაზრებზე ობლიგაციების ემისია. ამავდროულად, თიბისი კაპიტალი არის საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერი და თამაშობს აქტიურ როლს ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42