,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, წუხელ კიდევ ერთი მონაწილისთვის გახდა საჭირო სამედიცინო დახმარება. მოშიმშილე პეტრე ოვანოვი ასევე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ახალგაზრდების პროტესტი რამდენიმე დღის წინ 26 მაისს დაიწყო, როცა პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის ინცინდენტი მოხდა.
ჭუმბურიძის მონაყოლის თანახმად, პოლიცია ახალგაზრდებს ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული სკვერში დაუპირისპირდა.
ბექა ჭუმბურიძის განცხადებით, ჭიათურის პოლიციის უფროსის მოადგილემ მთელი საპატრულო და სამხარეო პოლიციის დახმარებით, სულ 9 ადამიანი დააკავა, მათგან 8-ს ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს და მალევე გაათავისუფლეს. ხოლო თემურ გოშაძეს ბრალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. აღნიშნული ბრალი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
როგორც 26 მაისის ინციდენტის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თავად არიან პოლიციის მიერ ნაცემები. საქმეს დასავლეთ საქართველოს პროკურატურა იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები






