პაციენტები ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციით იტანჯებოდნენ. ცნობილია, რომ ეს უსინათლობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. დაავადების გამო პაციენტებს კითხვაც კი არ შეეძლოთ, თუნდაც სათვალით. საბედნიეროდ, ბრიტანელი ექიმების წყალობით მათ მხედველობა აღუდგათ და საყვარელი წიგნების კითხვასაც შეძლებენ.
ექიმებმა პაციენტების ბადურაში გადანერგეს ღეროვანი უჯრედები. პროცედურა შეიმუშავეს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა. ღეროვანი უჯრედების პროცედურისთვის საშუალოდ 45 წუთია საჭირო და ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ კეთდება.
პროცედურისთვის ექსპერტი ემბრიონულ ღეროვან უჯრედს იყენებს, რომელსაც შემდეგ ზრდის რეტინალური პიგმენტური უჯრედის პლასტირში. მოგვიანებით ეს პლასტირი თხელი სინჯარის ფორმას იღებს. საბოლოოდ კი ინექციის გზით შედის თვალში. როგორც კი იშლება, ბადურის უკან თავსდება და ანაცვლებს დაზიანებულ უჯრედებს.
„რასაკვირველია, ვაცნობიერებთ, რომ კვლევაში პაციენტთა მცირე ჯგუფია ჩართული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს წარმატებული შედეგი სამომავლოდ ბევრ ადამიანს დაეხმარება“, – განმარტავენ კვლევის ავტორები.
მასალის გამოყენების პირობები