საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა" დასრულდა
პოლიტიკა - 19:50, 15 Jun, 2018     1151

ბათუმში მიმდინარე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა" დასრულდა.

დასკვნითი სიტყვით კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარსდგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელმაც კონფერენციის მიმდინარეობა და ორი დღის განმავლობაში განხილული საკითხები შეაჯამა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით ორ დღიანი კონფერენციის მთავარი თემები იყო საქართველოს მრავალმხრივი თანამშრომლობა ევროკავშირთან - "აღმოსავლეთ პარტნიორობა", ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ევროპული დღის წესრიგი, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, საქართველოს სტრატეგიული როლი სატრანპორტო დერეფნების და ენერგეტიკის სექტორის განვითარების თვალსაზრისით, რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოება, საქართველოს ევროკავშირში სექტორული ინტეგრაცია და სხვა.

"საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დიდი პატივია ქალაქ ბათუმში პირველად უმასპინძლოს ამ ტრადიციულ კონფერენციას, რომელიც აერთიანებს გამოჩენილ ადამიანებს ევროპის სხვადასხვა წერტილიდან. ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გვქონდა სხვადასხვა კუთხით განგვეხილა მთელი რიგი სფეროები და საკითხები, მათ შორის ევროკავშირის ასპირანტი და არა ასპირანტი, ასევე წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მონაწილეობით. დისკუსიები საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო იყო თითოეული ჩვენგანისთვის" - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის გაკეთებული მოხსენებისთვის, რომლითაც ის მხარს უჭერს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ეხება და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც 2008 წლის შემდეგ იქნა მიღებული.

სიტყვის დასასრულს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს კონფერენციაში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისათვის.

14-15 ივნისს, ქ. ბათუმმა რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა" უმასპინძლა, რომელიც წელს, პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42