"სატრანსპორტო კორიდორების მიმზიდველობის ამაღლებისთვის აუცილებელიაგამარტივებული საბაჟო პროცედურები" - გენადი არველაძე
პოლიტიკა - 19:49, 15 Jun, 2018     1118

რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტებისა და ამ მიმართულებით საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ მოხსენებაში, რომელიც მან 15 ივნისს, ბათუმში, რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა" გააკეთა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბების, ასევე გლობალური და რეგიონალური მასშტაბის სატრანსპორტო კორიდორებში ქვეყნის მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობა. ამ მიმართულებით გენადი არველაძემ გამოყო „სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში ტრანსკასპიური საერთაშორისო კორიდორი, იგივე ცენტრალური კორიდორი. მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მონაწილეობაზე სხვადასხვა ინიციატივებში და მათ მნიშვნელობაზე, მათ შორის, აქცენტი გააკეთა სამხრეთ-დასავლეთის, ყურე-შავი ზღვისა და ლაპის ლაზულის კორიდორებზე.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არსებული სატრანსპორტო კორიდორების მიმზიდველობის ამაღლებისთვის, გამართულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან ერთად აუცილებელია კონკურენტუნარიანი სატარიფო სისტემა და გამარტივებული საბაჟო პროცედურები. გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო - ლოგისტიკურ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრები, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის რეგიონალური პროექტი. არველაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა კასპიისა და შავი ზღვის აუზებში საბორნე მომსახურების ეფექტიანობის ამაღლებაზე და შესაბამის ტარიფების შემცირების მიმართულებით მუშაობის გააქტიურებაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე. „საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყანას კასპიის ნავთობისა და გაზის რესურსების ევროკავშირის ბაზარზე მისაწოდებლად, სტრატეგიული და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, იგი დაინტერესებულია ტრანზიტის მოცულობის გაზრდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბუნებრივ აირს. შესაბამისად, განსაკუთრებით მისასალმებელია შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განვითარება, SCPX-ის, TANAP-ის და TAP-ის გაზის სატრანსპორტო მილსადენების მშენებლობა, რაც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს," - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვან ტრანსკასპიური მილსადენის და „თეთრი ნაკადის" პროექტებზე. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა „თეთრი ნაკადის" პროექტზე, რომელიც იყენებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის სტრატეგიულ ადგილმდებარეობებს და თურქმენეთის გაზისთვის ხსნის ხარჯ-ეფექტიან მარშრუტს გერმანიაში და მეზობელ ქვეყნებში ტრანსპორტირებისთვის.

გენადი არველაძემ ასევე განიხილა ელექტროენერგეტიკული სექტორი და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ევრაზიულ და ევროპულ ელექტროენერგეტიკულ ბაზრებს შორის და საკმარისი განახლებადი ენერგიის წყაროების არსებობა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მიმართულებით, მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42