"DCFTA ვაჭრობის სტატისტიკაზე დადებითად აისახა" - გენადი არველაძე
პოლიტიკა - 19:06, 15 Jun, 2018     1158
ბათუმში გამართულ რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა" მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მიმართულებით, ასევე მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ DCFTA-ის დადებითი გავლენა, პირველ რიგში, ასახულია ვაჭრობის სტატისტიკაზე - მიმდინარე წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 25.7% და შეადგინა 1 0701.1 მლნ. აშშ დოლარი. ევროკავშირი დღესდღეობით წარმოადგენს საქართველოს პირველ სავაჭრო პარტნიორს.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ მიღწევებზე, როგორიცაა საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო/ევროპული აღიარების მოპოვება, რაც გულისხმობს საქართველოში აკრედიტებული პირების მიერ გაცემული სერტიფიკატების და ლაბორატორიული გამოცდის ოქმების საერთაშორისო აღიარებას. საქართველომ წარმატებას მიაღწია ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის თვალსაზრისით და აგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. გენადი არველაძემ ასევე ისაუბრა შეთანხმების განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაციის კუთხით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, სწორედ ამისთვის სამინისტრომ შეიმუშავა DCFTA-ის შესრულების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის. მან ასევე ისაუბრა რეგიონისათვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების შესახებ და საქართველოს როლზე ამ მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42