პრეზიდენტი პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას პარლამენტს დღეს წარუდგენს
პოლიტიკა - 17:45, 15 Jun, 2018     1213
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეულ პრემიერმინისტრობის კანდიდატს პარლამენტს დღეს წარუდგენს.

ამის შესახებ განცხადება ანა ნაცვლიშვილმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,საქართველოს კონსტიტუციის მე-80 პრიმა მუხლი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შერჩეულ და წარდგენილ კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს.

კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ალტერნატიული მოქმედების შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პრეზიდენტი იმოქმედებს ისე, როგორც განსაზღვრავს ამას საქართველოს კონსტიტუცია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური პოზიცია ძალიან ნათლად დააფიქსირა და აღნიშნა, ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად - ეს არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მმართველმა გუნდმა გააკეთა სხვა არჩევანი.

,,პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია ერთი საკითხია და მეორე საკითხია- რას განსაზღვრავს და როგორ განსაზღვრავს ქვეყნის უზენაესი კანონი.

ბუნებრივია, პრეზიდენტი როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტი, შეასრულებს იმ მოვალეობას, რომელსაც მას აკისრებს ამ ქვეყნის კონსტიტუცია.

პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით, აქვს 7 დღის ვადა, თუმცა, ეს აქტი გამოიცემა დღეს და კიდევ ერთხელ ის მოქმედებს იმ ვალდებულების ფარგლებში, რომელსაც მას აკისრებს ამ ქვეყნის უზენაესი კანონი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს პოლიტიკური განსხვავებული პოზიცია აქვს", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42