მამუკა ხაზარაძე ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 17:07, 15 Jun, 2018     1082

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ტაკეჰიკო ნაკაო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს შეხვდა. შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის წევრები და თიბისი ბანკის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში თიბისი ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განხილული იყო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ერთობლივად განხორციელებული პროექტებიც.

აზიის განვითარების ბანკი თიბისი ბანკთან 2011 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკებმა ერთობლივად განახორციელეს 150 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები და კვლავაც აგრძელებენ თანამშრომლობას.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ADB-ის წარმომადგენლებმა პორტის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მოლაპარაკებები დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მენეჯმენტსა და ADB-ს შორის.

აზიის განვითარების ბანკი 1966 წელს დაარსდა და მის მიზანს სიღარიბის შემცირება წარმოადგენს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში, ეკონომიკური ზრდისა და რეგიონალური ინტეგრაციის გზით. ADB-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულმა ინვესტიციამ 2017 წლისთვის 32.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42