"8 დეპუტატი ერთდროულად მირტყამდა" – „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს თავზე სამი ჭრილობა აქვს
პოლიტიკა - 16:57, 15 Jun, 2018     5291

ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ, "ოცნების" დეპუტატებმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი სცემეს.

ბესო ქათამაძის განცხადებით, კოლეგები მას პასუხს მის პოლიტიკურ საქმიანობასა და სოციალურ ქსელებში მის აქტივობებზე სთხოვდნენ. როგორც ის ამბობს, მას ტელეფონზე დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ:

"დამირეკეს, მითხრეს სალაპარაკო გვაქვსო, როცა შევედი დარბაზში, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი, დამესხენ თავს, მირტყამდა დაახლოებით 8 ადამიანი, თავში რაღაც მძიმე საგანი მომხვდა და გონება დავკარგე"-ამბობს ქათამაძე.

დეპუტატი ამ წუთებში ოზურგეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ცენტრის დირექტორი, დავით მდინარაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პაციენტს თავზე ჭრილობები აღენიშნებოდა:

"პაციენტს მოყვანისასა აღენიშნებოდა სამი ჭრილობა, 1-1, 5 სანტიმეტრ სიღრმის. ერთ-ერთი იყო სისხლმდენი, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, დაედო ნაკერები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის შესაძლოა ერთ საათში ბინაზე გაეწეროს"-გვითხრა მდიონარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42