აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დაათვალიერა
პოლიტიკა - 14:28, 15 Jun, 2018     1120

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან, იეშიმ ელჰან-კაიალართან ერთად, ბანკის ფინანსურის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი - ოცდამესამე მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დაათვალიერა.

საერთაშორისო სტანდარტების ახალი მეტროსადგურის მშენებლობა 2015 წლის მარტიდან განახლდა და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა. პროექტი მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ამისათვის ბანკმა 34 მილიონი დოლარი გამოყო.

სამშენებლო სამუშაოები მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო გამოცდილების მქონე ესპანურმა კომპანიამ, „კობრა ასიგნიამ“ შეასრულა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი უმსხვილესი პროექტი აქვს განხორციელებული.

პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 3.5 კმ. განხორციელდა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა სამშენებლო სამუშაოები, გაკეთდა მეტროდან 4 ამოსასვლელი. მომზადდა სალიანდაგო ხაზები, ელექტრო ქვესადგური, დამონტაჟდა ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, სიგნალიზაციის მართვის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და სათადარიგო ამოსასვლელები.

ამავე პროექტის ფარგლებში აშენდა როგორც სადგურ „სახლმწიფო უნივერსიტეტის“ კომპლექსი, ასევე, „დელისი“ - „ვაჟა-ფშაველას“ მონაკვეთის მეორე გვირაბიც, რითიც სატრანსპორტო კომპანიას შესაძლებლობა მიეცა მგზავრებისთვის სრულყოფილი სერვისი შეეთავაზებინა.

აზიის განვითარების ბანკის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს მოხდა თბილისის მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობის, როგორც მოძრავი შემადგენლობის, ასევე, ინფრასტრუქურის შესწავლა და შემუშავდა მეტროს განვითარების გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტი. 2017 წლის 19 დეკემბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ზემოაღნიშნული პროგრამის „პროექტი 5“-ის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც 2018-2019 წლებში, თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში, ADB-ის მიერ გამოყოფილია 12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. პროექტის ფარგლებში, მეტროს ელექტროგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემის შეცვლაა დაგეგმილია. პროექტს თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42