საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 104 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:19, 15 Jun, 2018     1798
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 104 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 19,3% მდებარეობს ქვემო ქართლში, 15,4% - კახეთში, 14,4% - იმერეთში, 14,4% - შიდა ქართლში, 10,6% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5,8% - აჭარაში, 4,8% - თბილისში, 4,8% - მცხეთა-მთიანეთში, ხოლო დანარჩენი 10,6% - სხვა რეგიონებშია განთავსებული:

მათივე გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 2017 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 41359 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა). აჭარა

2017 წლის განმავლობაში, სასაკლაოებში დაკლულია 616,2 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 35,0% მსხვილფეხა, ხოლო 65,0% - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 10050,8 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ, 2017 წლის განმავლობაში 42105,3 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 42,0% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 34,4% - ფრინველის, 13,9% - ღორის, 9,6% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო სხვაზე პროცენტული მაჩვენებელი უმნიშვნელოა და შეადგინა 0,1%.
2017 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 6039,2 ტონა შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ, საიდანაც 57,8 მოდის თხისა და ცხვრის ხორცზე, 23,5% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო 18,7% - ღორის ხორცზე. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 23,9 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 9,6 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 20,5 ლარი. 2017 წლის განმავლობაში, სასაკლაოებში მომსახურება გაეწია 70,4 ათას პირს, საიდანაც 38,9% შინამეურნეობებს (ოჯახურ მეურნეობებს) წარმოადგენდნენ. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალოთვიურმა რაოდენობამ 1060 კაცი შეადგინა.
სასაკლაოების უმრავლესობა (50,0%) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 43,3% აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 6,7% არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სასაკლაოების 65.4% არ სარგებლობს სესხით, ხოლო 34,6%-ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 75,0% - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, ხოლო 25,0%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის.
სასაკლაოების 27,6% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობა ახდენს. სასაკლაოების 20,7% მნიშვნელოვან ფაქტორად კომუნალური გადასახადების სიდიდეს ასახელებს, 16,4%- თანამშრომელთა კვალიფიკაციას, 11,4%-ის აზრით, კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ფინანსურ რესურსებზე სუსტი ხელმისაწვდომობა, 8,4%-ის აზრით კი - მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა, 8,3%-ის აზრით - სახელმწიფო გადასახადების სიდიდე და 7,2% -ის აზრით სუსტი კავშირი მწარმოებლებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42