თავდაცვის სამინისტროში საკადრო და სისტემური პრობლემები გრძელდება
საზოგადოება - 16:26, 17 Aug, 2013     1085

 


ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს სამინისტროში არსებულ საკადრო პრობლემებსა და შეიარაღებულ ძალებში შექმნილ ვითარებაზე. კერძოდ, როგორც "ახალგაზრდა ადვოკატებს" სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებმა აცნობეს, შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებში ინფექციური დაავადებების რიცხვმა იმატა. საუბარია ჩუტყვავილას მასობრივ გავრცელებაზე გორის სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულ ვაშლიჯვრის სპეცნაზმის მოსამსახურეებში.

 

მიღებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში, დაშვებულ იქნა შეცდომა. ჩუტყვავილას ვაქცინაციის ნაცვლად, განხორციელდა სხვა ვირუსული დაავადების საწინააღმდეგო სამედიცინო დახმარება. 
"ახალგაზრდა ადვოკატებს" მიგვაჩნია, რომ უკვე მერამდენედ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სისტემურ და საკადრო პრობლემებს აქვს ადგილი. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ასეთი შემთხვევები არაპროფესიონალიზმზე და სისტემაში საკადრო პოლიტიკის ხარვეზებზე მიუთითებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნეს, როგორც გორის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ფაქტი, ასევე მინისტრმა გადახედოს საკადრო პოლიტიკას. პასუხს მოითხოვს პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციაც. რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროში, დღემდე, მაღალ თანამდებობებს, კოდ–ის და სოდი–ის ყოფილი მაღალი უფლებამოსილების მქონე პირები იკავებენ.

 

"ახალგაზრდა ადვოკატები" მიმართავს თავდაცვის მინისტრს, რათა უზრუნველყოს უწყების ყველაზე მნიშვნელოვანი – უსაფრთხოების დაცვა სწორი საკადრო პოლიტიკით. ამ თვალსაზრისით, პასუხს საჭიროებს საკადრო პოლიტიკა სამხედრო პოლიციაშიც. არსებული ინფორმაციით, სწორედ სამხედრო პოლიციაა დაკომპლექტებული კუდ–ისა და სოდ–ის ყოფილი თანამშრომლებით. აგრეთვე, საუბარია საკადრო პოლიტიკის მიმართულებით არსებულ ნეპოტიზმის ფაქტებზე, რაც საერთო ჯამში, სერიოზულ გადახედვას საჭიროებს. სამინისტროს მხრიდან, ამ მიმართულებით, უპასუხოდაა დატოვებული 2013 წლის 9 აგვისტოს, გაზეთ "რეზონანსში"გამოქვეყნებულ პუბლიკაციაც, რომლიც საკადრო პოლიტიკის შეცდომებზე კონკრეტულ ფაქტებს შეიცავს.

 

"ახალგაზრდა ადვოკატები" კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, რათა დროულად მიიღოს გადაწყვეტილებები სფეროში არსებული საკადრო, საორგანიზაციო და სისტემური პრობლემების დარეგულირებისთვის. სამწუხაროა, როდესაც სამინისტრო დღემდე უპასუხოდ ტოვებს ორგანიზაციის მიერ გახმაურებულ ფაქტს, სენაკის სამხედრო ბაზაზე, 52 ჯარისკაცის საკვებით მოწამვლის შესახებ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევაც, სწორედ არასწორი მმართვის მენეჯმენტისა და საკადრო პოლიტიკის შედეგია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42