"რუხის სავაჭრო ცენტრი გარდა რეგიონის მრავალფუნქციური ჰაბისა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს“ - დავით საგანელიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:15, 15 Jun, 2018     1618

რუხის სავაჭრო ცენტრი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, სპორტულ-კულტურული ღონისძიებებს მასპინძლობს. ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ დაიწყო. ღონისძიება სტუდენტების მარათონით გაიხსნა, გამარჯვებულები „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრუებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დააჯილდოვეს.

რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხერო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ -ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს გამართავს.

რუხის სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.

ინიციატივის მხარდამჭერები არიან კერძო კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, სს „ქართული ლუდის კომპანია“-ზედაზენი, რომელიც ფესტივალის განმავლობაში, მასშტაბურ აქტივობებსა და პრიზების გათამაშებას გეგმავს.

„მოხარული ვარ, რომ ფესტივალი „გზა ერთობისკენ-რუხი 2018“ ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, სწორედ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იმართება. დღეს რუხის სავაჭრო ცენტრი იძენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან დატვირთვას. ამ ადგილას ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება სპორტულ-კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების წახალისებას და კონტაქტების გამარტივებას. გზა ერთობისკენ უნდა გავიაროთ ღირსეულად. საპარტნიორო ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქ ერთი თვის განმავლობაში მოეწყოს ზეიმი. ეს ზეიმი იქნება მთელი საქართველოსთვის და მთელ საქართველოში ჩვენ აფხაზ ძმებსაც ვგულისხმობ. როცა ეს სავაჭრო ცენტრი შენდებოდა ბევრი სკეპტიკოსი ფიქრობდა, რომ ეს ადგილი არ იქნებოდა აქტიური, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ამ ინიციატივას გარდა იმისა, რომ ეს ადგილი არის რეგიონის მრავალფუნქციური ჰაბი ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ეს მრავალფეროვანი ერთთვიანი ფესტივალი რეგიონში ზაფხულის მთავარი მოვლენა იქნება, რომელზე დასწრებაც საინტერესო იქნება ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის. ამასთანავე, ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ტრანსლაციას დიდ ეკრანზე ადევნონ თვალი. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას და იმ კერძო კომპანიებს, რომელთა ძალისხმევითაც შევძელით ფესტივალის გამართვა.“- განაცხადა „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“-ის გახსნაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის:

სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის საშუალება მისცა. ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები, საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. რუხის სავაჭრო ცენტრი 2016 წელს გაიხსნა და დღეს რეგიონის ერთერთ მასშტაბურ სავაჭრო დაწესებულებას წარმოადგენს.

14 ივნისი - 15 ივლისის აქტივობები:

14 ივნისი

18:00 ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტების მარათონი

18:30 სტუდენტების დაჯილდოება

19:00 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ანსამბლის კონცერტი. სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია

19:00 მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის პირდაპირი ტრანსლაცია

22:00 ელექტრონული მუსიკის კონცერტი - TSU ART

16 ივნისი

16:00 ბავარიის ლუდის ფესტივალი, მუსიკალური გაფორმება: ჯგუფი „ვაკის პარკი“

19 ივნისი

19:00 კონცერტი: ჯგუფი Under Seven

22:00 კონცერტი: მარიამ შენგელია, მარიტა ცეცხლაძე, ალექსი კიკვიძე

სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია

21 ივნისი

17:00 საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია: მწერალი გიორგი კეკელიძე

19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი: სიმფონიური ორკესტრი ნეკა სებისკვერაძესთან ერთად

22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია

24 ივნისი

17:00 გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: „თოლიას“ ნაყინის ფესტივალი

19:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია

22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია

30 ივნისი

14:00 გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: ფერების ფესტივალი

18:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია

22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია

6 ივლისი

18:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი

20:30 დოკუმენტური ფილმების ჩვენება დიდ ეკრანზე

22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი

7 ივლისი

18:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი

სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია

20:30 დოკუმენტური ფილმის ჩვენება დიდ ეკრანზე

22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი

10 ივლისი

19:00 კონცერტი: ჯგუფი Green Mama

22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია. ნახევარფინალი

სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია

11 ივლისი

19:00 კონცერტი: ჯგუფი Green Mama

სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია

22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - ნახევარფინალი

15 ივლისი

19:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - ფინალი

22:00 კონცერტი: როკ ჯგუფი Under Seven

23:00 ელექტრონული მუსიკის კონცერტი: TSU ART

სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42