საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშებისთვის ინკლუზიური ჩართულობის მიზნით ღონისძიებას გამართავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:13, 15 Jun, 2018     1687

საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ ორგანიზებით, 16 ივნისს, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად, ინკლუზიური ხასიათის საბავშვო ღონისძიება მოეწყობა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სპეციალურად ღონისძიების დღისთვის, ბავშვებისთვის შემუშავდა სპეციალური საკონცერტო და გასართობი პროგრამა, თითების თეატრის წარმოდგენა. ბავშვები შეხვდებიან მათთვის საყვარელ მულტფილმების და ზღაპრების გმირებს, ილუზიონისტს. სათამაშო კუთხეში წარმოდგენილი იქნება გრანდიოზული საპნის ბუშტები, საინტერესო თამაშები და აქტივობები.

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ წლებია ზრუნავს შშმ ბავშვებზე და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინკლუზიური საზოგადოების შექმნაში. წელსაც
ბანკმა გადაწყვიტა, ბავშვებს კიდევ ერთი მხიარული, ფერადი და ხალისიანი დღე აჩუქოს.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ბანკის მიერ დაფინანსებული სოციალური პროექტების, დღის ცენტრების, სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარები და საქართველოს ბანკის თანამშრომლების შვილები.

საქართველოს ბანკის ფონდი წლებია ზრუნავს შშმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინკლუზიის ხელშეწყობაზე, 2014 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით მთელს საქართველოში 50- ზე მეტი პროექტი განხორციელდა, მათ შორის: შშმ ბავშვებისთვის ეტლების გადაცემა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სენსორული ოთახების მოწყობა, ადაპტირებული სახელმძღვანელოების გამოცემა, აუტისტური კლასის მოდელის შექმნა, სასწავლო დაწესებულებების ადაპტირება, ადაპტირებული სათამაშო მოედნის მოწყობა, პარაორკესტრის შექმნა.

დამატებითი ინფორმაცია სიცოცხლის ხის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: www.tree.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42