
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს 10 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ განცხადებებს სადაც მან პირველ შემთხვევაში ჩეჩნები, ხოლო მეორე შემთხვევაში ებრაელები მოიხსენია დისკრიმინაციული და ქსენოფობიის შემცველი უწოდა. ამასთანავე არასამთავრობოები გამოეხმაურნენ სააკაშვილის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთან დაკავშირებულ განცხადებას და მას სექსისტური უწოდეს.
არასამთავრობოებს ბრალდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი, მისი თქმით, განცხადება დაწერილია არაკეთლსინდისიერად და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან
“აი ,ეს არასამთავრობო ,არა მხოლოდ რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს "იცავს" ჩემგან,არამედ ამ "დაცვაში" ნათლად გამოსჭვივის ქართველი ერის ,როგორც მრავალეთნიკური ერთობის მიმართ,დისკრიმინაციული მიდგომა.
მთელი განცხადება აგებულია სიცრუეზე და ყველაფრის უკუღმა წარმოდგენაზე.ტექსტის შემდგენელებისგან შეგნებულადაა ამოღებული კადიროვი და ამით ცდილობენ ჩემს მიერ ნათქვამი აზრის დამახინჯებას..
ხაზგასმით ვიმეორებ-კადიროვის ჩეჩნეთი არის ისეთივე საშიში ,როგორც პუტინის კაცთმოძულე მმართველობა.
ის,რომ რუსეთიდან ჩამოყვანილი აფერისტი შალელაშვილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იჯდეს და ჩვენ ქვეყანას არ უნდა ძარცვავდეს,და,რომ ის თავისი ეთნიკური წარმომავლობის ხაზგასმით, ვერ მოიპოვებს უფლებას, დაკავდეს საეჭვო საქმიანობით,სრულიად ნათელია ყველასთვის,ვისაც ობიექტურობის ნატამალი გააჩნია.
განცხადება დაწერილია არაკეთლსინდისიერად და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.”-წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებები:
„საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს".
„შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ... დაბოლოება აქვს გვარით, მაგრამ საქართველოსთან არაფერი მიმართება არ ჰქონია. ყველა პატრიოტთან და მეგობართან მქონია შეხება, მათ შორის ისრაელში არის ძალიან მაგარი საქართველოს პატრიოტი და მაგარი ხალხი, ამ ხალხთან მე მაქვს ძაან თბილი ურთიერთობა. ეს კაცი არის ჩვეულებრივი რუსი, რუსეთზე მუშაობს..."
„ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის "პროკურორი" (პოსტის თავდაპირველი ვერსია ასეთი იყო: „ესაა კარგად ცნობილი ივანიშვილის კალთაში მჯდომი მსუბუქი ყოფაქცევის „პროკურორი" ).
მასალის გამოყენების პირობები






