„სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში თქვა, რომ სახელმწიფომ ვერ დაადასტურა მისი არ გაყვანის ფაქტი და ჩათვალა ფაქტი დადასტურებულად. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ გამოიძიოს პატიმრის ციხიდან გაყვანის ფაქტი. ეს აუცილებლად იქნება იმ რეკომენდაციაში, რასაც მინისტრთა კომიტეტი მისცემს ხელისუფლებას და ეს იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი იმიტომ, რომ საქმე ეხება მე-18 მუხლის დარღვევას, რომელიც არის ძალიან სერიოზული დარღვევა ქვეყნისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ არაერთ საქმეში ფიგურირებს ოთარ ფარცხალაძის გვარი, მათ შორის ხორავას ქუჩის საქმის გარშემოც იყო არაერთხელ გაჟღერებული, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი ბრალდებული არის სწორედ მირზა სუბელიანი, რომლის ბიოგრაფიაც უკავშირდება სწორედ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ გამოიძიოს ციხიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანის ფაქტი.“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






