სასამართლო პროცედზე მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა, რომელიც გუშინ დააკავეს, სიტყვა წარმოსთქვა. მისი თქმით, მას კანონი არც ერთხელ არ დაურღვევია და კანონი მისთვის არის უპირველესი.
„კანონი არის ჩემთვის პირველი, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ. კიგბოქსინგში აზერბაიჯანში ჩემპიონი გავხდი. რაც შეეხება ჩემს გაქცევას, მე მისამართიც არ ვიცოდი პროკურორი სად იყო და ვითხოვე, ამიხსენით მეთქი და არ მივმალულვარ. ვახშამზე ვიყავი და განრიგიც კი შევცვალე, რომ 12:00 საათზე პროკურატურაში ვყოფილიყავი“, - განაცხადა აბაზოვმა.
მისი თქმით, მას ასი წელიც რომ მიუსაჯონ კანონს დაემორჩილება და არ გაიქცევა. აბაზოვის განცხადებით, იგი დაკავებით გაოგნებულია:
„ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ. ჩართული ვარ გამოძიების პროცესში. დღე და ღამე მარნეულში ვმუშაობდი კანონის ფარგლებში. გეფიცებით, ქალბატონო მოსამართლე, საკრებულოს თავმჯდომარეც კი დავაჯრიმე, როცა დასაჯარიმებელი იყო. არავის თხოვნას არ ვითვალისწინებდი“, - აღნიშნა თეიმრაზ აბაზოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






