კვირიკაშვილს ზურგსუკან ყურება და ივანიშვილისგან დასტურის მიღება უწევდა - კრამერი
პოლიტიკა - 16:53, 14 Jun, 2018     2687


პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომას ვაშინგტონში აფასებენ და ამბობენ, რომ მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან წასვლა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის როლსა და პოლიტიკურ პროცესებზე მის გავლენას უკავშირდება. არსებული არაფორმალური მმართველობა კი, თავის მხრივ, საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს ზიანს აყენებს.

გთავაზობთ, ამერიკის ხმის მიერ მომზადებულ მასალას.

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ საქართველოში პრემიერის უფლებამოსილება ხელოვნურადაა შეზღუდული.

„გიორგი კვირიკაშვილი გამოცდილი ლიდერია და მან საგარეო მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესანიშნავი სამსახური გასწია. პრემიერ-მინისტრი საქართველოში ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსი უნდა იყოს, დღევანდელ პირობებში კი ეს ასე არ არის. ეს უჩვეულო შემთხვევაა და უნდა შეიცვალოს“, თქვა ჰერბსტმა.

კვირიკაშვილის თქმით, გადადგომის მიზეზი მმართველ გუნდთან და პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული შეხედულებების ქონა იყო. ჰერბსტი ამბობს, რომ ამ აზრთა სხვადასხვაობის ერთ-ერთ ფაქტორად თბილისში უკანასკნელი საპროტესტო გამსვლები შეგვიძლია განვიხილოთ.

„კვირიკაშვილის გადადგომა თბილისში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტზე რეაქციას ჰგავს. თუმცა, რთულია იმის თქმა, შეაჩერებს თუ არა მისი გადადგომა საპროტესტო გამოსვლებს“, ამბობს ჰერბსტი.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომის შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს და შესაბამისად, მთავრობას ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება.

კარნეგის ფონდის უფროსი მკლევარი პოლ სტრონსკი ფიქრობს, რომ პრემიერის გადადგომა „ქართულ ოცნებას" შიდა დაპირისპირებებს აჩვენებს, და ქართულ ოცნებას პრობლემას შეუქმნის, რადგან გაურკვეველია, გრძელვადიან პერსპექტივაში ამას როგორი შედეგები ექნება. მისი თქმით პრემიერ-მინისტრსა და ივანიშვილს შორის განსხვავებები დიდი ხანია რაც არსებობს.

„კვირიკაშვილის გადადგომა დიდი სიურპრიზი არ არის. პირიქით, ამას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ბევრი ფიქრობდა. 2015 წელს პრემიერის პოსტზე მოსვლისთანავე ის ძალზედ რთულ პოზიციაში აღმოჩნდა, რადგან ბიძინა ივანიშვილი იყო ის ვინც რეალურად იღებდა გადაწვეტილებებს. კვირიკაშვილი წესიერი ადამიანია, რომელმაც რაც შეეძლო გააკეთა საქართველოს წინსვლისთვის. თუმცა მას უწევდა ზურგსუკან ყურება და ივანიშვილის დასტურის მიღება. მსგავსი სიტუაცია დიდხანს ვერ გასტანდა. ივანიშვილი ან უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან და აიღოს პასუხისმგებლობა ან უკან უნდა დაიხიოს და აცადოს შემდეგ პრემიერ-მინისტრს საკუთარი მოვალეობის შესრულება. საქართველო ვერ გადაიტანს პოლიტიკური და სამთავრობო ინსტიტუტების პარალიზებას“, ამბობს დევიდ კრამერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და "მაკკეინის ინსიტუტის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტზე 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს. 2012-2015 წლამდე სხვადასხვა დროს მას რამდენიმე თანამდებობა ეკავა. ის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იყო.


სრულად იხილეთ: ამერიკის ხმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42