კახა კალაძე ე.წ. ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნო
პოლიტიკა - 16:05, 14 Jun, 2018     1331
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნო.

სამგორის რაიონში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 581 600 ლარს შეადგენს.

თბილისის მერის განცხადებით, ხიდის კონსტრუქცია თავიდან ბოლომდე შეიცვლება და მოწესრიგდება.

„პირველ რიგში, დავუკვეთეთ კვლევა, რომ ხიდის არსებული მდგომარეობა გაგვეგო. მივიღეთ ძალიან მძიმე შედეგი, რადგან ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. მაშინვე დავუკვეთეთ პროექტი და სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ორივე ზოლი წლის ბოლომდე დასრულდება. იმ კონკრეტულ მონაკვეთს, რომელზეც ახლა მიმდინარეობს სამუშაოები, სამი თვე დასჭირდება. ხიდის კონსტრუქცია და საყრდენები თავიდან ბოლომდე იცვლება და ახალი, განახლებული და ყველანაირად მოწესრიგებული ხიდი გვექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, მომავალ წელს კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

„გარდა ამისა, ჩვენ კახეთის გზატკეცილზე დაწყებული გვაქვს სათადარიგო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. წელს დავიწყეთ მარცხენა მხარე და რამდენიმე კვირაში უკვე მარჯვენა მიმართულებასაც დავიწყებთ. მომავალ წელს, განათებებითა და გამწვანებით კახეთის გზატკეცილის, ცენტრალური მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას ვგეგმავთ და ამ მიმართულებით, ყველანაირი სამუშაო ჩატარდება. არსებობს გარკვეული მონაკვეთები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სამწუხაროა ის ვითარება, რომელიც გვაქვს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და მომავალ წელს, მთლიანი გზატკეცილის რეაბილიტაცია მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ე.წ. ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტის პირველ ეტაპზე, სამი თვით, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდა; აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო მიმოსვლა საპირისპირო მიმართულებაზე გადაერთო და მოძრაობა ორმხრივი გახდა; სამუშაოების წარმოების მეორე ეტაპზე, შეზღუდვა აეროპორტიდან მომავალ მიმართულებაზე იმოქმედებს და საპირისპირო მიმართულება ორმხრივი გახდება.

პროექტის განხორციელების პროცესში, თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან ერთად, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, კოორდინირებულად მუშაობს.

კახა კალაძესთან ერთად, ე.წ. ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი, საკრებულოს და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი და შოთა ხაბარელი გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42