"ისე უცემია რო თურქიშ აირვაისის მთელი წერმომადგენლობა დაეხვია ოქრუაშვილს გასაკავებლად (ისე სერიოზული ჯანი კი აქვს ვერაფერს იტყვი)... აქეთ აეროპორტის პოლიცია მოვარდნილა და ორი საათი "გაკუტუსკებული" ყავდათ ოქროოაანთიო... სანამ თვითმფრინავი არ გაფრინდა არ გამოუშვეს თურმე" - წერს "ფეისბუქზე" ფოფხაძე.
მისივე ინფორმაციით, ოქრუაშვილი ნიცაში ჩასულ ნათესავს აეროპორტში დახვდა.
"რაო და ნახალოვკის მაჟორიტარობის კანდიდატი რო იყო ნაციანალნი... სამადაშვილი და კოხაბიტაციის წყალობით გლდანის მერვეს მაგივრად ნიცაში და კანში რო დაგულაობს... აი იმას გადააწყდა თურმე ოქრუაშვილი ნიცის აეროპორტში...(ირაკლი თავის ნათესავს დახვდა რომელიც ნიცაში ჩამოფრინდა და ნაგულავებ გარუჯული სამადაშვილი კიდო.. გურჯესტანს მიფრინავდა .. ხოო და აეროპორტის პოლში გადაიკვეთნენ.. ოქრომა არც აცია არც აცხელა და მეჟდუგლაზი ჩაუტარა
მერე კი დაუკავებიათ ოქროაანთი აეროპორტის პოლიცია მარა.. ეგრევე გამოუშვეს", - წერს ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ ნიცას აეროპორტში ფიზიკური დაპირისპირება ირაკლი ოქრუაშვილსა და მერაბ სამადაშვილს შორი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამადაშვილს პოლიტიკური წარსული და ნაციონალური მოძრაობის დაფინანსება გაუხსენა და რამდენჯერმე დაარტყა.
მასალის გამოყენების პირობები






