საქართველოს პრემიერ მინისტრის გადადგომას გავლენიანი ამერიკული სადაზვერვო -ანალიტიკური კომპანია "სტრატ-ფორი" ეხმაურება.
განცხადებაში წერია, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების შემდეგ განაცხადა.
ივანიშვილთან უთანხმოებას უკავშირებს გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას მსოფლიო პრესაც.
“პრემიერ მინისტრი პროტესტებსა და პარტიაში უთანხმოების გამო გადადგა ”- წერს “ნიუ-იორკ” თაიმსი.
“დოიჩე ველე” კი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, გიორგი კვირიკაშვილისა და მისი მთავრობის მიმართ პოლიტიკურ წრეებში არსებული უკმაყოფილების ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას.
ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოებისა და საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს პრემიერის გადადგომის შესახებ ასევე ბი-ბი-სი, ევრონიუსი, ალ ჯაზირა , France 24 და მსოფლიოს სხვა გავლენიანი გამოცემებიც იუწყებიან.




მასალის გამოყენების პირობები






