გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარებულმა 41 წლის ქართველმა თავი მოიკლა - რა გახდა ტრაგედიის მიზეზი
პოლიტიკა - 14:11, 14 Jun, 2018     7157
გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარებულმა ქართველმა თავი მოიკლა - ამის შესახებ ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე წერს.
მისი ინფორმაციით, 41 წლის მამაკაცი სადეპორტო განყოფილების საკანში ჩამომხრჩვალი იპოვნეს.
ჟურნალისტის ხელთ არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ბუირენში მოხდა, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე. ეს ის რეგიონია, რომლის ლტოლვილთა მინისტრიც ცოტა ხნის წინ, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაწყვეტას ითხოვდა.


"რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გერმანული მხარე ამბის მიჩქმალვას აპირებდა, თუმცა თემა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაახმაურა, რომელიც ლტოლვილად ჩაბარებულების უფლებებს იცავს, რამაც დიდი სკანდალი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის ‘’მწვანეებმა’’ ადმინისტრაცია სასტიკად გააკრიტიკეს, ვითარების დეტალური შესწავლა და განყოფილების დახურვა მოითხოვეს.

როგორც ირკვევა, ქართველი მამაკაცი, ძალიან მძიმედ იყო ფსიქიკურად დაავადებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი საკანში ყოფნა გახდა სუიციდის მიზეზი. ის საპატიმროში კი არა, კლინიკაში, გაძლიერებული დაკვრივებისა და მკურნალობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. თან არსებობდა ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტიც, რომლის მიხედვითაც, ამ კაცის მგზავრობა/დეპორტაცია საქართველოში სასიკვდილოდ სარისკო იყო.

გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაცია საქმის გამოძიებას უდგას სათავეში და დეტალების დადგენა ხდება. მანამდე კი, ამ არასამთავრობომ სამგლოვიარო/ საპროტესტო აქცია სახელწოდებით ‘’რასიზმი კლავს” გამართა"- წერს ჟურნალისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42