"მოვუწოდებ პრეზიდენტს სიმშვიდისკენ " - მარგველაშვილისა და კობახიძის ხმაურიანი განცხადებები
პოლიტიკა - 11:48, 14 Jun, 2018     3129
ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა” ქვეყნის პირველმა პირებმა ხმაურიანი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით თქვა, რომ საქართველოში უნდა დამთავრდეს ის მასკარადი, როცა გაუგებარი მიზეზებით მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერები, ხოლო ახალი პრემიერები გაუგებარი პრინციპით ირჩევიან.

ამის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პირველ პირს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„არ მინდოდა დღეს სამთავრობო ცვლილებებზე მესაუბრა, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის იმ ფორმატის შემადგენელი ნაწილი, რა ფორმატშიც იმართება დღევანდელი კონფერენცია, თუმცა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ თავს მოვალედ მივიჩნევ, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ. საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, არის მაღალი სტანდარტებით ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფო და სახელმწიფო იმართება ამ სტანდარტების შესაბამისად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური განვითარება და სამთავრობო ცვლილებების პირობებში ჩვენთვის მთავარია სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა. გასული 6 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს და ეს ხდებოდა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში. მთავრობების ცვლა არ იწვევდა ქვეყნის ძირითადი კურსიდან გადახვევას და იმ პროგრესული ვითარებიდან გადახვევას, რომელიც აიღო ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის გარდატეხის შემდეგ. შეგახსენებთ, რა არის ამ პროგრესის კონკრეტული ხელშესახები შედეგები – ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. 2012 წლამდე შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანა იმართებოდა ავტოკრატიული მეთოდების გამოყენებით. ჩვენ ეს შევცვალეთ რადიკალურად, რისი შედეგიც არის ის, რომ ქვეყანა იმართება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად.

ჩვენ გვაქვს დრამატული პროგრესი, როგორც დემოკრატიის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ეს პროგრესი მიღებულ იქნა “ქართული ოცნების” მიერ სხვადასხვა მთავრობის პირობებში. ეკონომიკის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა გასული წლების განმავლობაში. საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის ტემპით, რაც არის „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგი. სოციალური პოლიტიკის კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ორჯერ მეტად გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, რაც ნიშნავს მოსახლეობის უკეთესად დაცვას სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფას. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქაც არის ფუნდამენტური წინსვლა და პროგრესი. სტაბილურობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით, 2012 წლიდან რადიკალურად გაიზარდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი. საქართველო აქტიურად არის ჩართული გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვართ მცირე, თუმცა ამბიციური ქვეყანა და გვაქვს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ უსაფრთხოებაში. დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური მიმართულება, საგარეო პოლიტიკა, ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი და ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამსახურება სხვადასხვა მთავრობებში. „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა ფუნდამენტური წინსვლის მიღწევას და ეს წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი მთავრობის პირობებშიც, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებშიც, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად დაასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა. მოვუწოდებ პრეზიდენტს სიმშვიდისკენ და აღვნიშნავ, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ღირსეული განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42