მოსკოვში ჩავლენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი, ბელორუსის პრეზიდენრი ალეკსანდრ ლუკაშენკო, ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი, ასევე კრემლი ელოდება ლიბანის პრემიერ-მინისტრ საად ჰარირის, მოლდოვის პრეზდენტ იგორ დოდონს, პანამის პრესიდენტ ხუან კარლოს ვარელას, პარაგვაის არჩეულ პრეზიდენტს მარიო აბდო ბენიტესს, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდს, ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რახმონს, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიევს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინის მიწვევით, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით თამაშს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტი „პრეზიდენტები“, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვიც დაესწრებიან.
ფეხბურთის მატჩზე არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის პირველი პირი არ იქნება.
ჯერ კიდევ მარტში ტერეზა მეიმ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა და სამეფო ოჯახის წევრები რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრება, ხოლო ინგლისის ნაკრები და გულშემატკივრები გააფრთხილეს, რომ მათ შეიძლება უარყოფითი განწყობა დახვდეთ მასპინძლების მხრიდან.
ანალოგიური განცხადება გაკეთდა ისლანდიაშიც.
ერთი კვირის წინ ბოიკოტს შეუერთდა ავსტრალიაც, რომელმაც რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულა მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეში.
მოსკოვში არ ჩადის პოლონეთის ხელისუფლებაც, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკისადმი უარყოფითი დამოკიდებულების უარს აცხადებს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობაზე.
10 ივნისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მას ძალიან უყვარს ფეხბურთი, მაგრამ მოსკოვში არ ჩადის, თუმცა, არ გამორიცხა, რომ შეიძლება დაესწროს საკუთარი გუნდის ერთერთ მატჩს, სავარაუდოდ, ეს ჩემპიონატის ბოლოს მოხდება.
გახსნის ცერემონიას არ დაესწრება ემანუილ მაკრონიც, რომლემაც პუტინთან შეხედრის დროს, გერმანელი კოლეგის მსგავსად, არ გამორიცხა საფრანგეთის ნაკრების თამაშზე დასწრება, თუ ის ნახევარფინალში გავა. შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება დააკორექტირა და დასწრების თამაშად მეოთხედფინალი დაასახელა.
მსოფლიო ლიდერებს ბოიკოტისკენ Human Rights Watch-ი და სხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც მოუწოდებენ.
განსაკუთრებით აღშანიშნავია უკრაინა. რადას სპიკერმა ანდრეი პარუბიიმ პირდაპირ მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს არ ჩავიდნენ რუსეთში.
მასალის გამოყენების პირობები






