რაც შეეხება პრემიერის გადადგომას, კალაძე აღნიშნავს, "ახალი სისხლი მეტად ეფექტურობის საშუალებას მისცემს მმართველ გუნდს".
დედაქალქის მერი აღნიშნავს, რომ უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილმა ის შენიშვნები გამოთქვა, რომელიც მას ჰქონდა.
„გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ მდგომარეობაზე, არსებულ სიტუაციაზე. გუშინ იყო შეხვედრაზე, სადაც მონაწილეობდა უმრავლესობა, იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები. იყო ასევე პარტიის თავმჯდომარე, ესწრებოდა ამ შეხვედრას. მანაც თავის მოსაზრებები დააფიქსირა და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა დღეს ქვეყანაში. ეს არის გადაწყვეტილებები ეფექტურობა, კოორდინაცია განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან.
რაც შეეხება გიორგი მოღვაწეობას, რა თქმა უნდა ბევრი დადებითი იყო, იყო წარმატებები. თუმცა არის სერიოზული გამოწვევები. ზოგადად გუნდის განახლებას რაც შეეხება, პრემიერის გადაწყვეტილებას, ახალი სისხლი მგონია, რომ კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ. და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს რომელიც დღეს აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის,“-განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






